Baby Bag

მამამ შვილს დაბადების დღეზე საკუთარი გული აჩუქა - მოისმინეთ მისი უკანასკნელი სიტყვები

მამამ შვილს დაბადების დღეზე საკუთარი გული აჩუქა - მოისმინეთ მისი უკანასკნელი სიტყვები

მამამ შვილს საკუთარი გული აჩუქა და უკანასკნელი სიტყვები ვიდეო მიმართვაში უთხრა:

„გამარჯობა, შვილო. 

მე შენთვის ახალი გული ვიპოვე. უბრალოდ მინდა, რამდენიმე თემაზე გელაპარაკო. მინდა, დედას ყოველთვის მოუსმინო, რადგან ის შენი საუკეთესო მეგობარია. ოჯახი კი ძალიან მნიშვნელოვანია. გოგოები - შენ მათთვის ჯერ პატარა ხარ, მაგრამ როცა დრო დადგება, მათ პრინცესებივით მოექეცი, რადგან ისინი მართლა პრინცესები არიან. თუ იტყვი, რომ რაღაცას გააკეთებ, აუცილებლად შეასრულე, რადგან შენი სიტყვები კანონი უნდა იყოს. თუ ფულის შოვნის საშუალება მოგეცემა, აუცილებლად გამოიყენე. თუ ამისთვის თავის შეწუხება დაგჭირდება მაშინაც... არ უნდა იყო მამაშენივით სულელი. ყველაფერი გაცილებით მარტივია, როცა ფული გაქვს. არ მოწიო და არ გაეკარო ნარკოტიკს, იყავი კეთილი და გულახდილი. როცა ვინმე შენთვის ზიანის მოყენებას გადაწყვეტს, კაცურად მოიქეცი და თავი დაიცავი. შეეცადე, რომ ცუდმა დღეებმა შენზე გავლენა არ იქონიოს. ცხოვრებაში ბევრი კარგი რამ არსებობს. მე ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები, ზუსტად აქ...მოგვიანებით შევხვდებით...მე შენ მიყვარხარ!“ - სწორედ ეს სიტყვები წარმოთქვა ვიდეოს ჩაწერისას მამამ. 

შეიძლება დაინტერესდეთ

უნდა გავრეცხოთ თუ არა ძირს დავარდნილი საწოვარა მდუღარე წყლით?

უნდა გავრეცხოთ თუ არა ძირს დავარდნილი საწოვარა მდუღარე წყლით? - კითხვას ექიმი ლევან ხარაშვილი პასუხობს. 

მისი თქმით, საწოვარას დავარდნის შემდეგ არ არის აუცილებელი, რომ ის მდუღარე წყლით გავრეცხოთ:

,,ადუღებული წყლის დასხმით, შეიძლება ისეთი ნივთიერება გამოიყოს, რომელიც არ არის სასარგებლო ადამიანის ორგანიზმისთვის. ცხელი წყლისგან შეიძლება დადნეს ან დეფორმაციაც განიცადოს საწოვარამ. ჩვეულებრივი, გამდინარე ონკანის წყლით შეიძლება გავრეცხოთ საწოვარა და დავუბრუნოთ ბავშვს,'' - აღნიშნა ლევან ხარაშვილმა. 

ექიმის თქმით, არანაირად არ შეიძლება, ძირს დავარდნილი საწოვარა დედამ გამოივლოს პირში და შემდეგ დაუბრუნოს პატარას:

,,სამედიცინო თვალსაზრისით, მიუღებელია მსგავსი ქმედება, რადგან ადამიანის პირის ღრუ მიკრობებით ყველაზე მეტად დაბინძურებული ადგილია. ამიტომ ძირს დავარდნილს კიდევ ჩვენი მიკროფლორა დავუმატოთ და ბავშვს ჩავუდოთ, არასწორია.''

წყარო: ​,,ჯანმრთელობის ფორმულა''

წაიკითხეთ სრულად