Baby Bag

„12 წელი, მიყვარხარ“ - სალომე შარვაძე ქორწილის ფოტოებს აქვეყნებს

„12 წელი, მიყვარხარ“ - სალომე შარვაძე ქორწილის ფოტოებს აქვეყნებს

მსახიობი ​სალომე შარვშაძე, რომელსაც განსაკუთრებული წარმატება „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­მა“ მოუტანა, ქორწილის ფოტოებს აქვეყნებს.

წყვილი თანაცხოვრების 12 წელს აღნიშნავს: „12 წელი მიყვარხარ“, - წერს მსახიობი.

სა­ლო­მეს ქმარი ბიზნესმენი მამუ­კა არ­ვე­ლა­ძე­ გახლავთ. წყვილს ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი, მარ­თა არ­ვე­ლა­ძე ჰყავს.

შეიძლება დაინტერესდეთ

„პოლონეთში დაიბადა ბატონი ზვიად გამსახურდიას შვილიშვილი, მზე-გოგო, ხედა გამსახურდია!“- თინათინ მღვდლიაშვილი

„პოლონეთში დაიბადა ბატონი ზვიად გამსახურდიას შვილიშვილი, მზე-გოგო, ხედა გამსახურდია!“- თინათინ მღვდლიაშვილი

პოეტი და მხატვარი თინათინ მღვდლიაშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო სიახლის შესახებ პოსტს აქვეყნებს და ზვიად გამსახურდიას შვილიშვილის ხედა გამსახურდიას დაბადების შესახებ წერს:

„სასიხარულო ამბავი! ამ ურთულეს დღეებში, ამ ქარბუქში, სასიხარულო ამბავი მინდა გამცნოთ.

პოლონეთში დაიბადა ბატონი ზვიად გამსახურდიას შვილიშვილი, გიორგი გამსახურდიას და ანი აბულაძის შვილი, მზე-გოგო, ხედა გამსახურდია!

ქართველებო, მივულოცოთ გიორგის და ანის ეს დიდი სიხარული და ბედნიერება.

პაწია გოგონას სახელმა არ გაგაკვირვოთ, ამ სახელს თავისი ლამაზი ისტორია აქვს.

ხედა - ვაინახური სახელია. ჩვენი პრინცესა 6 მარტს 2 თვის გახდება.

გილოცავთ, გამსახურდიებო!

გამრავლდით, იხარეთ, ჩემო ძვირფასებო!

თქვენ ამას იმსახურებთ!“ - წერს თინათინ მღვდლიაშვილი.

წაიკითხეთ სრულად