Baby Bag

„აპრილი ჩვენი თვეა... დღეს ნიაკო ხუთი წლის გახდა, დანიელი ორი წლის ხდება,“- ირაკლი ნოზაძე და ია დუდაშვილი შვილებთან ურთიერთობის შესახებ

„აპრილი ჩვენი თვეა... დღეს ნიაკო ხუთი წლის გახდა, დანიელი ორი წლის ხდება,“- ირაკლი ნოზაძე და ია დუდაშვილი შვილებთან ურთიერთობის შესახებ

მომღერალმა ირაკლი ნოზაძემ და მისმა მეუღლემ ფსიქოლოგმა ია დუდაშვილმა ტელეკომპანია „POSTV”-ის გადაცემაში „პოსტ ალიონი“ შვილებთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს. ნიაკო ნოზაძე, რომელიც სოციალურ ქსელში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს დღეს ხუთი წლის გახდა. ირაკლი ნოზაძის თქმით, მისი ყველა შვილი აპრილშია დაბადებული:

„ნიაკო ხუთი წლის გახდა. დანიელი ხდება ორი წლის. მე აპრილის გეგმები მაქვს. ნიაკო არის პირველ აპრილს დაბადებული, ჩემი პირველი შვილი ლუკას ნოზაძე 15 აპრილს და დანიელი 21 აპრილს. აპრილი არის ჩვენი თვე.”

ია დუდაშვილის თქმით, თანამედროვე ბავშვებში ეკრანდამოკიდებულება ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, რის დასაძლევადაც მან გადაწყვიტა, რომ ნიაკოსთვის ძაღლი ეჩუქებინა. 

„ცუცა ვაჩუქეთ ნიაკოს. სიურპრიზი იყო, არ იცოდა. მაშინ არც დანიელი არ გვყავდა და ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ მარტო არ ყოფილიყო, ეკრანთან დიდი დრო არ გაეტარებინა. ყველაზე კარგი გამოსავალი ამ დროს ბავშვისთვის ვფიქრობ, რომ არის ძაღლი. სანამ მოვიყვანდით, ჩვენთან ყველა ძაღლს ცუცა ერქვა და ავტომატურად ესეც ცუცა გახდა. ჩემი პირველი მიზანი ის იყო, რომ ნიაკოს ნაკლები დრო გაეტარებინა ეკრანთან. ამან გაამართლა ნამდვილად. მნიშვნელოვანია, რომ სანამ ძაღლს შევიძენთ, გავიგოთ, როგორი ხასიათი აქვს, უყვარს თუ არა ბავშვებთან ურთიერთობა. ბავშვისთვის კარგია, თუ ძაღლი აქტიური იქნება. ცხოველები დანიელსაც ძალიან უყვარს,“- აღნიშნა ია დუდაშვილმა.

წყარო: ​„პოსტ ალიონი“

შეიძლება დაინტერესდეთ

კალაძეების ყველაზე პატარა წარმომადგენელი - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი

კალაძეების ყველაზე პატარა წარმომადგენელი - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი

დიზაინერი ანუკი არეშიძე ინსტაგრამზე უმცროს შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. ფოტოებზე ნიკოლა კალაძე 4 თვისაა. მაშინ საზოგადოება ჯერ კიდევ არ იცნობდა კალაძეების ​ყველაზე პატარა წარმომადგენელს (ოჯახმა ნიკოლა კალაძის ფოტოები აგვისტოში გაასაჯაროვა).

ანუკი არეშიძესა და კახა კალაძესა ​ოთხი ბიჭი ჰყავთ - ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლა. უფროსი ვაჟი 12 წლისაა, ყველაზე პატარა კი სექტემბერში გახდა 1 წლის.

ნახეთ ანუკის ფოტოები ინსტაგრამიდან 

 

 

წაიკითხეთ სრულად