Baby Bag

თეა წულუკიანის შვილი 5 წლის გახდა - კულტურის მინისტრი სოციალურ ქსელში პატარა იუბილარის ფოტოს აქვეყნებს

თეა წულუკიანის შვილი 5 წლის გახდა - კულტურის მინისტრი სოციალურ ქსელში პატარა იუბილარის ფოტოს აქვეყნებს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანისა და ნუგზარ კაკულიას შვილი მერიკო 5 წლის გახდა. კულტურის მინისტრმა მერიკოს ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წარწერით „5 წლის.“ თეა წულუკიანმა ფოტოზე მეუღლეც მონიშნა.

სოციალურ ქსელში მეგობრები მშობლებს მერიკოს იუბილეს ულოცავენ და მას ბედნიერ მომავალს უსურვებენ.

„ძალიან ლამაზი და აზრიანია,“ „კალმით ნახატი გოგონაა,“ „რა სიცოცხლეა, როგორ უძლებთ?! ღმერთმა დღეგრძელი და ბედნიერი გაგიზარდოთ,“ „ულამაზესი და ძალიან საყვარელი, გაიზარდე ჯანმრთელი და და წარმატებული, გილოცავთ,“- წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

თეა წულუკიანმა და ნუგზარ კაკულიამ 2016 წელს იქორწინეს. წყვილს ერთი შვილი ჰყავს. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მაისი არის არაჩვეულებრივი თვე ქორწინებისთვის და ჯვრის დაწერა, რა თქმა უნდა, შეიძლება,“ - დეკანოზი საბა ჭიკაიძე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ მაისში ჯვრის დაწერის მიზანშეუწონლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრურწმენებზე ისაუბრა:

„მაისში ჯვრის დაწერა, რა თქმა უნდა, შეიძლება. თუ გნებავთ, სახელებით და გვარებით ჩამოგითვლით ოჯახებს, ვისთვისაც მაისში დამიწერია ჯვარი და არიან უბედნიერესები და ძალიან კარგად გრძნობენ თავს.

მაისი არის არაჩვეულებრივი თვე ქორწინებისთვის. ეს რუსული გადმონაშთი გახლავთ, რომ მაისში არ შეიძლება ჯვრის დაწერა. რუსულად ასე ჟღერს, რომ მთელი ცხოვრება დაიტანჯები, თუკი მაისში დაიწერ ჯვარსო. ეს არის სისულელეზე დიდი სისულელე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სულელური ცრურწმენა, რაც კი არის გავრცელებული საზოგადოებაში,“ - აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

წაიკითხეთ სრულად