„სიარულის სასწავლად მასაჟის კურსი ჩატარების საჭიროება ჯანმრთელ, ნორმალური განვითარების ბავშვებთან არ დგას“ - რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს მასაჟი, რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ არის მიზანშეწონილი?
რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს მასაჟი, რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ არის მიზანშეწონილი? ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ორთოპედი ამირან შარაბიძე.
- რა ასაკიდან არის მისაღები ბავშვებისთვის მასაჟის დაწყება?
- მასაჟის დაწყება შეიძლება დაბადების პირველივე თვეებიდან, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, კომპეტენტურ სპეციალისტთან.
- რატომ არის სასარგებლო მასაჟი და რა შემთხვევებშია აუცილებელი ან პირიქით, არ არის რეკომენდებული?
- ბავშვთა ასაკში მასაჟს შეიძლება ჰქონდეს, როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი, ასევე სამკურნალო, საპროფილაქტიკო და საკორექციო დანიშნულება. ზოგადად, მას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია ბავშვისათვის. მასაჟი დადებითად მოქმედებს საყრდენ-მამოძრავებელ, გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ და საჭმლის მომნელებელ სისტემებზე, აუმჯობესებს მოტორიკას.
კურსის დაწყებამდე აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია. მასაჟი უნდა იყოს მიზანმიმართული კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისკენ, ამიტომ საჭიროა ზუსტად შეირჩეს მისი სახეობა და ხანგრძლივობა. ზოგ შემთხვევაში არ შეიძლება მასაჟის გაკეთება, რადგან მას სარგებლობის მაგივრად უარყოფითი შედეგი მოაქვს.
სწორად შერჩეულ და ხარისხიანად ჩატარებულ კურსს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი დაავადების მკურნალობის პროცესში, როგორებიცაა:
მენჯ-ბარძაყის;
დისპლაზია;
ტერფმრუდობა;
სქოლიოზი;
კიფოზი;
მოტორიკის დარღვევა და/ან ჩამორჩენა;
ბავშვთა ცერებრალური დამბლა და სხვა...
მასაჟის გაკეთება სასურველი არაა დაავადებების მწვავე ფაზაში, მაღალი ტემპერატურის დროს. ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს მკაცრად უნდა შეირჩეს დატვირთვის ხარისხი.
- ფეხის ადგმის პროცესში საჭიროა თუ არა?
- სიარულის სასწავლად მასაჟის კურსი ჩატარების საჭიროება ჯანმრთელ, ნორმალური განვითარების ბავშვებთან არ დგას, თუმცა საყრდენ-მამოძრავებელი ან ნერვული სისტემის პათოლოგიების არსებობის შემთხვევაში მას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„მშობლებს მინდა მივმართო, სიტყვა „რატომ“ ამოიღეთ საერთოდ,“ - ნანა ჩაჩუა
ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ მშობლების ჰიპერმზრუნველობის პრობლემაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვთან ურთიერთობაში მნიშვნელოვანია მისი გრძნობების ამოცნობა:
„ბავშვი წაიქცა, ტირის. ჩვენ ხშირად ასეთი ტერმინები გვესმის: „ადექი, გაიზრდები, დაგავიწყდება!“ „ბიჭი არ ხარ, რა გატირებს?!“ აქილევსიც ტიროდა და ტარიელიც, ხომ?! ტირილი ხომ შინაგანი მდგომარეობაა. თუ ჩვენ ბავშვის გრძნობას ამოვიცნობთ, ვკითხავთ: „გეტკინა ძალიან ხომ?“ თანაგრძნობისკენ მიჰყავხარ გრძნობის ამოცნობას. მოვიდა ბავშვი სკოლიდან უხასიათოდ, ცუდი ნიშანი მიიღო. ეკითხებით: „გეწყინა ცუდი ნიშანი რომ მიიღე, ხომ?“ თქვენ მასთან ხართ. მშობლებს მინდა მივმართო, სიტყვა „რატომ“ ამოიღეთ საერთოდ. პითაგორას ოთხი წლის განმავლობაში სკოლაში აკრძალული ჰქონდა კითხვის დასმა. რატომო, რომ ჰკითხეს, უპასუხა: ერთმა ბრიყვმა შეიძლება ისეთი კითხვა დასვას, ათმა ბრძენმა ვერ უპასუხოსო. ჭიქა რომ გატეხა ბავშვმა და ეკითხები რატომო, რა გიპასუხოს ბავშვმა?! დედამ უნდა უთხრას: „ეს შენ როგორ დაგემართა?!“ ამაში არის პოზიტიური შეფასება, ნდობა.“
ნანა ჩაჩუას თქმით, ბავშვს იმას ვასწავლით, რასაც ველაპარაკებით:
„რასაც ველაპარაკებით ბავშვს, იმას ვასწავლით. ჰიპერმზრუნველობის დროს, ბავშვს არ აქვს თვითეფექტურობა. თვითეფექტურობა არის, რომ მე ჩემი შესაძლებლობების მჯერა, ჩემი შესაძლებლობების ლიმიტი ვიცი. თუ ადამიანი თვითეფექტური არ არის, ამის საფუძველი ჩვენ ბავშვობაში ჩავდეთ ჩვენს შვილებში. პატარა მაგალითს მოგიყვანთ: ბავშვი ხალიჩაზე დახოხავს, ფორთხავს. მისი სათამაშო შევარდა სავარძლის ქვეშ. ბავშვი წვალობს. დედა ადგება და ეუბნება: „შენ არა,“ აიღებს სათამაშოს და მისცემს. ეს არის ნევროტულობა.“
„მშობლები როდესაც მოდიან და იწყებენ შვილებზე ლაპარაკს, დედა იწყებს ასე: „ჩვენ რომ სკოლაში შევედით,“ „ჩვენ რომ ეს ნიშანი მივიღეთ,“ ბავშვს არ უშვებს. უსმენ ამას და უკვე დასკვნა გაქვს, რომ ეს დედაც მსხვერპლია. პირველ შეხვედრაზე აუცილებლად დედასთან ერთად ბავშვთან ვარ. იმის რეპლიკები მაინტერესებს. გუშინ ბავშვი მომიყვანეს და დედას ვუთხარი: „თვენ უნდა იაროთ.“ ეს არის ძალიან ხშირად. მნიშვნელოვანია იმ მშობლის მშობელი ვინაა. ფსიქოლოგიაში სამწევრიან ურთიერთობას განიხილავენ. ბებია, დედა და მერე არის ბავშვი,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნანა ჩაჩუამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.