როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს, რა ხერხებით არის შესაძლებელი, რომ მივაჩვიოთ ქოთანზე დასმას და რა ასაკიდან უნდა მივიჩნიოთ პრობლემად შარდის ან განავლის შეუკავებლობა? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს პატარას საფენისგან გადაჩვევა. რა ასაკიდან უნდა დავსვათ ბავშვი ქოთანზე?
- ყველა ბავშვის განვითარება ინდივიდუალურია. ამის გათვალისწინებით განსხვავდება საფენის გახდის და ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლის ასაკი. ზოგიერთი კვლევით დასტურდება, რომ ბავშვების უმეტესობა ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლისთვის მზად არის 18-24 თვის ასაკისთვის. მიუხედავად ამისა, ასაკი არ არის ერთადერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი.
- რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა იმ დროს, როცა ქოთანზე დასმას გადაწყვეტს?
- წარმოგიდგენთ რამდენიმე ზოგად რჩევას და მითითებას, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ან გაითვალისწინოს მშობელმა.
პირველ რიგში, უნდა მოიმარაგოთ: კომფორტული დასაჯდომი ქოთანი და ტუალეტზე დასამაგრებელი რბილი ადაპტერი, დასადგომი სკამი ხელების დასაბანად, ილუსტრირებული წიგნი ან ვიდეორგოლები, სადაც არის გზამკვლევი ტუალეტის ტრენინგის შესახებ, პამპერსი ტრუსები, რამდენიმე ცალი ნაჭრის საცვალი, მატრასის დამცავი პამპერსი საფენი და წამახალისებელი სტიკერები.
ნაბიჯი პირველი:
ყურადღების მიპყრობა - ბავშვი მხოლოდ პამპერსით ან საცვლით ქოთანზე დასვით და წაუკითხეთ წიგნი ან აყურებინეთ ვიდეორგოლი, სადაც ტუალეტის ტრენინგის შესახებ არის მოთხრობილი.
ნაბიჯი მეორე:
შეარჩიეთ „კარგი დრო“ - სასურველია, იყოს თბილი ამინდები, რომ იოლად შეძლოთ ხშირად გამოცვლა. ოჯახის წევრები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ უნდა იყვნენ მაქსიმალურად ორიენტირებულები. არ დაამთხვიოთ მოგზაურობას ან საცხოვრებელი სახლის ცვლილებას.
ნაბიჯი მესამე:
დააწესეთ რუტინა - ბავშვი ქოთანზე ერთი და იმავე დროს დასვით, მაგალითად, სადილის ან ბანაობის შემდეგ, ძილის წინ. თავდაპირველად შესაძლებელია დაჯდეს ჩაცმული ან საფენით.
გახადე პერსონალური - შეეცადეთ პირადი პასუხისმგებლობა აუმაღლოთ. ქოთანში ან საფენში მოთავსებული ფეკალიები თქვენი დახმარებით გადააგდებინეთ ტუალეტში.
ნაბიჯი მეექვსე:
წაახალისეთ - მოტივაციის ამაღლებისთვის აუცილებელია წახალისება. ტუალეტის ჩვევებთან დაკავშირებით, ყოველი ახალი წინ გადადგმული ნაბიჯისთვის დააჯილდოვეთ, მაგალითად, აწარმოეთ დღიური, კალენდარი, სადაც ყოველდღიურად წებოვან ილუსტრირებულ სტიკერებს ბავშვი თავად ჩააკრავს.
ნაბიჯი მეშვიდე:
საცვალი - თავდაპირველად ადაპტაციამდე გამოიყენეთ პამპერსი ტრუსი, რომელსაც დამოუკიდებლად და იოლად თავად გაიხდის და ჩაიცვამს.
ნაბიჯი მერვე:
მარცხი - ჩასველებისას არ გაუბრაზდეთ და არ დასაჯოთ, შეხვდით ამას პოზიტიურად, გამოუცვალეთ და აუხსენით, რომ შემდეგ ჯერზე უფრო მეტად ყურადღება მიაქციოს მოშარდვის ან დეფეკაციის სურვილს.
ნაბიჯი მეცხრე:
ღამე - საწოლში დაუფინეთ დამცავი პამპერსი საფენი, რომელიც მატრასს დასველებისგან დაიცავს. თუ ღამით ტუალეტის ტრენინგის მცდელობა იქნება წარუმატებელი, არ იღელვოთ, ღამით ჩასველება 5 წლის ასაკამდე პათოლოგიასთან არ ასოცირდება.
ნაბიჯი მეათე:
ჯილდო - ტუალეტის ტრენინგის ყოველი მისი წარმატება სიხარულით აღნიშნეთ. სიტყვიერად შეაქეთ და დემონსტრაციულად აღნიშნეთ.
გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ნაბიჯის შესრულების და ადაპტაციისთვის შესაძლოა, მოგიწიოთ რამდენჯერმე განმეორება.
აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი ბავშვის სხვადასხვა ინდივიდუალური გარემოება და დეტალური ინფორმაციისთვის შეათანხმოთ ბავშვის პირად ექიმთან.
- რა ასაკიდან არის პრობლემა, თუ ბავშვს არ ჩამოუყალიბდა ეს ჩვევა და ვერ გადაეჩვია საფენს?
- როდესაც ბავშვი 4 წელზე მეტია და არ აქვს ჩამოყალიბებული დღისით ტუალეტის ჩვევები - აქვს შარდის და განავლის შეუკავებლობა, რეკომენდებულია, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
,,მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ მუდმივი შენიშვნები, მითითებები ტიკების სიხშირეს უფრო აძლიერებს'' - როგორ შეიძლება, დავეხმაროთ ბავშვებს ტიკების დაძლევაში?
რა არის ტიკი, როგორი შეიძლება იყოს ტიკის გამოხატულება და როგორ დავეხმაროთ ბავშვებს მის დაძლევაში?- MomsEdu.ge-ს ამ და სხვა კითხვებს ფსიქოლოგმა მარიამ ბასოშვილმა უპასუხა.
- პირველ რიგში განგვიმარტეთ რა არი ტიკი?
- ტიკი ეს არის კუნთების უნებლიე, სწრაფი მოძრაობა, რომელიც ვლინდება სხეულის სხვადასხვა ნაწილში წინასწარი განზრახვის გარეშე და იწოდება როგორც, ტიკური აშლილობა. არსებობს მოტორული დარვევები, რომლებიც ძალიან ჰგავს ტიკებს მაგალითად, კუნთების უეცარი შეკრთომა ან დაკლაკნილი ჭიისებრი მოძრაობები, თუმცა ეს ტიკი არ არის და აუცილებელია სწორი დიაგნოსტირება.
- როგორი შეიძლება იყოს ტიკის გამოხატულება?
- არსებობს მარტივი და რთული ტიკები, მოტორული და ვოკალური. მარტივი მოტორული ტიკები ხასიათდება კუნთების სწრაფი, ხანმოკლე მოძრაობებით, მაგალითად, თვალების ხამხამი, წარბების აწევა ან სხვა სახის ჟესტები, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია და კონტექსტს არ შეესაბამება, ასევე მხრების მოძრაობები.
რთული მოტორული ტიკები არის უფრო ნელი უნებლიე მოძრაობები ვიდრე მარტივი მოტორული ტიკები. ხასიათდება საგნების ხელით მოსინჯვით, ფეხების ბაკუნით, უკუღმა სიარულით ან ცეკვით,ხტუნვითი მოძრაობებით.ხელებისა და ფეხების ქნევა, ასევე უხამსი ჟესტები მიეკუთვნება რთულ მოტორულ ტიკებს.
მარტივი ვოკალური ტიკები ეს არის - ჩახველება, სრუტუნი, ბურტყუნი.
რთულ ვოკალურ ტიკებს მიეკუთვნება სიტყვების ან მთელი ფრაზების უნებლიე წამოყვირება. შესაძლოა იყოს უხამსი და სოციალურად მიუღებელი სიტყვები.
- ვინ აფასებს ბავშვს და რა ასაკში შეიძლება გამომჟავნდეს ტიკები?
- დიაგნოსტიკურ სახელმძღვანელოებში, როგორც ზემოთ ვახსენე, დიაგნოზი იწოდება, როგორც ტიკური აშლილობა, ხოლო არის თუ არა გარდამავალი ტიკური აშლილობა, ქრონიკული თუ კომბინირებული, დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ამას განსაზღვრავს ფსიქიატრი ან ნეიროფსიქოლოგი, შესაძლოა, ნევროლოგის შეფასებაც გახდეს საჭირო.
გარდამავალი ტიკური აშლილობა იწყება ადრეულ ბავშვობაში. მარტივი ტიკები რამდენიმე კვირა ან თვე გრძელდება და სხვა სირთულეები თან არ ახლავს. ეს მდგომარება 3-4 ჯერ უფრო ხშირია ბიჭებში, ვიდრე გოგონებში. ადრეულ ბავშვობაში ბავშვებისთვის რაიმეს დასწავლის ერთ-ერთი გზა მიმბაძველობაა. ამ დროს ტიკის ათვისება უფრო მარტივად ხდება.
გარდამავალი ტიკური აშლილობის დროს ერთი ტიკი შესაძლოა, შეიცვალოს და ჩანაცვლდეს მეორე ტიკით, მაგალითად, ჩახველება სრუტუნით ან პირიქით. ქრონიკული ტიკური აშლილობისას კი ტიკი არ იცვლება ასე მარტივად.
- რა არის ტიკის გამომჟღავნების მიზეზი, რამ შეიძლება გაამწვავოს ტიკი?
- სტრესულ სიტუაციაში ბავშვებს ხშირად ეწყებათ თვალების ხამხამი, ფეხების ბაკუნი, მხრების აჩეჩვა, ჩახველება. მაგალითად, ბავშვებს თუ უწევთ აუდიტორიის წინაშე გამოსვლა ნერვიულობის ფონზე შეიძლება დაიწყოს უნებლიე ჩახველება, მხრების ჩეჩვა - ეს ყველაფერი არის ტიკი, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში უკვალოდ, ყოველგვარი ჩარევის გარეშე ქრება.
ტიკის სიხშირე მატულობს სტრესის ფონზე, დაღლილობისას, ხოლო მისი სიხშირე მცირდება ფიზიკური ან გონებრივი აქტივობებისას, ასევე ძილში.
- როგორ შეიძლება, დავეხმაროთ ბავშვებს ტიკების დაძლევაში, რა რჩევებს მისცემთ მშობლებს?
- ტიკები, როგორც წესი, ბავშვებისთვის კომპლექსად იქცევ ადა გავლენას ახდენს მათ თვითშეფასებაზე. აუცილებელია, რომ მასწავლებელმა, ასევე ბავშვებმა იცოდნენ ტიკის შესახებ და თანაკლასელი არ გახდეს სოციუმის მხრიდან ბულინგის მსხვერპლი. გარშემომყოფებს, მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ მუდმივი შენიშვნები, მითითებები ტიკების სიხშირეს უფრო აძლიერებს.
გარდა იმისა, რომ დიაგნოსტირება აუცილებელია, ასევე ფსიქოთერაპია ძალიან კარგი მეთოდია ტიკებთან სამუშაოდ. ზღაპრით თერაპია, არტ-ტერაპია, ფიზიკური-გონებრივი აქტივობები მკვეთრად დაეხმარება ბავშვს ტიკების დაძლევაში. ბავშვისთვის მშვიდი გარემო, ნაკლები სტრესი და მშობლების მხრიდან მხარდაჭერა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.