როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს, რა ხერხებით არის შესაძლებელი, რომ მივაჩვიოთ ქოთანზე დასმას და რა ასაკიდან უნდა მივიჩნიოთ პრობლემად შარდის ან განავლის შეუკავებლობა? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს პატარას საფენისგან გადაჩვევა. რა ასაკიდან უნდა დავსვათ ბავშვი ქოთანზე?
- ყველა ბავშვის განვითარება ინდივიდუალურია. ამის გათვალისწინებით განსხვავდება საფენის გახდის და ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლის ასაკი. ზოგიერთი კვლევით დასტურდება, რომ ბავშვების უმეტესობა ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლისთვის მზად არის 18-24 თვის ასაკისთვის. მიუხედავად ამისა, ასაკი არ არის ერთადერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი.
- რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა იმ დროს, როცა ქოთანზე დასმას გადაწყვეტს?
- წარმოგიდგენთ რამდენიმე ზოგად რჩევას და მითითებას, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ან გაითვალისწინოს მშობელმა.
პირველ რიგში, უნდა მოიმარაგოთ: კომფორტული დასაჯდომი ქოთანი და ტუალეტზე დასამაგრებელი რბილი ადაპტერი, დასადგომი სკამი ხელების დასაბანად, ილუსტრირებული წიგნი ან ვიდეორგოლები, სადაც არის გზამკვლევი ტუალეტის ტრენინგის შესახებ, პამპერსი ტრუსები, რამდენიმე ცალი ნაჭრის საცვალი, მატრასის დამცავი პამპერსი საფენი და წამახალისებელი სტიკერები.
ნაბიჯი პირველი:
ყურადღების მიპყრობა - ბავშვი მხოლოდ პამპერსით ან საცვლით ქოთანზე დასვით და წაუკითხეთ წიგნი ან აყურებინეთ ვიდეორგოლი, სადაც ტუალეტის ტრენინგის შესახებ არის მოთხრობილი.
ნაბიჯი მეორე:
შეარჩიეთ „კარგი დრო“ - სასურველია, იყოს თბილი ამინდები, რომ იოლად შეძლოთ ხშირად გამოცვლა. ოჯახის წევრები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ უნდა იყვნენ მაქსიმალურად ორიენტირებულები. არ დაამთხვიოთ მოგზაურობას ან საცხოვრებელი სახლის ცვლილებას.
ნაბიჯი მესამე:
დააწესეთ რუტინა - ბავშვი ქოთანზე ერთი და იმავე დროს დასვით, მაგალითად, სადილის ან ბანაობის შემდეგ, ძილის წინ. თავდაპირველად შესაძლებელია დაჯდეს ჩაცმული ან საფენით.
გახადე პერსონალური - შეეცადეთ პირადი პასუხისმგებლობა აუმაღლოთ. ქოთანში ან საფენში მოთავსებული ფეკალიები თქვენი დახმარებით გადააგდებინეთ ტუალეტში.
ნაბიჯი მეექვსე:
წაახალისეთ - მოტივაციის ამაღლებისთვის აუცილებელია წახალისება. ტუალეტის ჩვევებთან დაკავშირებით, ყოველი ახალი წინ გადადგმული ნაბიჯისთვის დააჯილდოვეთ, მაგალითად, აწარმოეთ დღიური, კალენდარი, სადაც ყოველდღიურად წებოვან ილუსტრირებულ სტიკერებს ბავშვი თავად ჩააკრავს.
ნაბიჯი მეშვიდე:
საცვალი - თავდაპირველად ადაპტაციამდე გამოიყენეთ პამპერსი ტრუსი, რომელსაც დამოუკიდებლად და იოლად თავად გაიხდის და ჩაიცვამს.
ნაბიჯი მერვე:
მარცხი - ჩასველებისას არ გაუბრაზდეთ და არ დასაჯოთ, შეხვდით ამას პოზიტიურად, გამოუცვალეთ და აუხსენით, რომ შემდეგ ჯერზე უფრო მეტად ყურადღება მიაქციოს მოშარდვის ან დეფეკაციის სურვილს.
ნაბიჯი მეცხრე:
ღამე - საწოლში დაუფინეთ დამცავი პამპერსი საფენი, რომელიც მატრასს დასველებისგან დაიცავს. თუ ღამით ტუალეტის ტრენინგის მცდელობა იქნება წარუმატებელი, არ იღელვოთ, ღამით ჩასველება 5 წლის ასაკამდე პათოლოგიასთან არ ასოცირდება.
ნაბიჯი მეათე:
ჯილდო - ტუალეტის ტრენინგის ყოველი მისი წარმატება სიხარულით აღნიშნეთ. სიტყვიერად შეაქეთ და დემონსტრაციულად აღნიშნეთ.
გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ნაბიჯის შესრულების და ადაპტაციისთვის შესაძლოა, მოგიწიოთ რამდენჯერმე განმეორება.
აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი ბავშვის სხვადასხვა ინდივიდუალური გარემოება და დეტალური ინფორმაციისთვის შეათანხმოთ ბავშვის პირად ექიმთან.
- რა ასაკიდან არის პრობლემა, თუ ბავშვს არ ჩამოუყალიბდა ეს ჩვევა და ვერ გადაეჩვია საფენს?
- როდესაც ბავშვი 4 წელზე მეტია და არ აქვს ჩამოყალიბებული დღისით ტუალეტის ჩვევები - აქვს შარდის და განავლის შეუკავებლობა, რეკომენდებულია, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ვიცი, რომ ბევრი მშობელი ელოდება ამ შესაძლებლობას. გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, იქნება დადებითი,“ - ოთარ ჩოკოშვილი ბავშვებში ვაქცინაციის დაწყებაზე
ექიმმა-ეპიდემიოლოგმა ოთარ ჩოკოშვილმა საქართველოში 12 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებში ვაქცინაციის დაწყების თემაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ქვეყანა ჯერჯერობით ვერ მიდის იმ სამიზნე მოცვისკენ, რომელიც თავდაპირველად იქნა განსაზღვრული:
„ამჟამად ვაქცინაციის ტემპი ნამდვილად არ არის დამაკმაყოფილებელი. იმ სამიზნე მოცვისკენ, რისკენაც მიდიოდა ქვეყანა, რომ 60 %-მდე მინიმუმ მოცული ყოფილიყო, ისეთი ტემპით ვეღარ მივდივართ. ტემპი ძალიან შემცირდა. მართალია, თბილისში აცრების რაოდენობა ყველაზე მეტია, რეგიონებში მნიშვნელოვანი პრობლემები იყო. ბოლო პერიოდში შედარებით გაუმჯობესება შეიმჩნევა, განსაკუთრებით კი იმ მხრივ, რომ გააქტიურდა გარკვეული პროგრამები. სერიოზული მხარდაჭერა აქვთ სოფლის ექიმებს, არის ბინაზე გასვლის საშუალებები, ტრანსპორტში აცრა. ამ მიმართულებით მიდის სამუშაოები.“
ოთარ ჩოკოშვილმა იმედი გამოთქვა, რომ რეგიონებში ვაქცინაციის ტემპი გაუმჯობესდება:
„იმედი გვაქვს, რომ მალე იქნება გაუმჯობესება ამ მხრივ რეგიონებში. ერთ-ერთი კარგი რაც არის ვაქცინაციის ზოგად მოცვაში, რომ 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანების 65 %-მდე მოცულია. დანარჩენი მოსახლეობა ჯერ კიდევ ვაქცინაციის მოლოდინშია. ასაკოვან მოსახლეობაში ეს პროცენტიც არ არის საკმარისად დამაკმაყოფილებელი.“
„უახლოეს პერიოდში იგეგმება 12 წლის ზემოთ ბავშვების ვაქცინაციაზე გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, იქნება დადებითი. რა თქმა უნდა, აქ არ იქნება საუბარი, რომ ვაქცინაცია იყოს სავალდებულო. დღემდე არცერთ ჯგუფში არ არის სავალდებულო ვაქცინაცია. ვაქცინაცია რეკომენდებული ნამდვილად იქნება და იქნება ხელმისაწვდომიც. ბევრ ქვეყანაში უკვე დაწყებულია ვაქცინაციის პროცესი ამ ასაკობრივ ჯგუფებში. მე ვიცი, რომ ბევრი მშობელი ელოდება ამ შესაძლებლობას,“ -აღნიშნულ საკითხზე ოთარ ჩოკოშვილმა Euronews Georgia-ს ეთერში ისაუბრა.