,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
„არავითარ შემთხვევაში ბავშვს არ უნდა უთხრათ, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს,“ - ლევან წულაძე
რეჟისორმა ლევან წულაძემ მშობლებს ურჩია, ბავშვებს არ უთხრან, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს:
„არავითარ შემთხვევაში ბავშვს არ უნდა უთხრათ, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს. ეს ძალიან დიდი სტრესია ბავშვისთვის. 27 წლამდე ნუ შევინახავთ საიდუმლოს, მაგრამ თვითონ გაიგებს აუცილებლად და ისიც ეყოფა, რომ ტკივილი უნდა გადაიტანოს შემდეგ.“
ლევან წულაძის თქმით, მან რთულად გადაიტანა თოვლის ბაბუის შესახებ სიმართლის გაგება:
„შემთხვევით გავიგონე, რომ ტანსაცმელი, რომელიც მეგონა, რომ თოვლის ბაბუამ მაჩუქა, დედაჩემმა და მამაჩემმა მიყიდეს. მახსოვს, რომ ეს ამბავი ძალიან მძიმედ გადავიტანე. ეს ტრადიცია თავისით მოკვდება, თუ მოსაკვდომია. სანამ ბავშვებს ექნებათ ნორმალური ბავშვობა, იქნება ეს ტრადიცია. როდესაც ეს ყველაფერი დაინგრევა, ჩემდა სამწუხაროდ და ბავშვების სამწუხაროდ, აღარ იქნება.“
„მე თვითონ ვიყავი თოვლის ბაბუა. მომიტანეს თოვლის ბაბუის ფორმა, რომელიც იყო ძალიან პატარა, ჰქონდა ცუდი წვერი, ჩალის და არაბუნებრივი. რომ გამოვედი, ბავშვებო, ახალ წელს გილოცავთ-მეთქი, ტირილი დაიწყეს და გაიქცნენ. იმის მერე მთელი წელი ვაშინებდით, ჭამე ჩქარა ფაფა, თორემ თოვლის ბაბუა მოვა-თქო,“ - აღნიშნულ საკითხზე ლევან წულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „უიქენდი“ ისაუბრა.