Baby Bag

არაფერი მინდა გარდა იმისა, რომ კარგად გახდეს...

არაფერი მინდა გარდა იმისა, რომ კარგად გახდეს...

ნუკი კოშკელიშვილის შვილს, სავარაუდოდ, ენტეროვირუსი აქვს. როგორც ნუკი ამბობს, ენტეროვირუსი ბავშვს ზღვაზე, ბათუმში ყოფნის დროს დაემართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ნუკი პოსტს ინტაგრამის გვერდზე აქვეყნებს:

„ბავშვი რომ ავად არის ამაზე ძნელი არის რამე? ახლა ვირუსი აქვს და სულ სიცხეები. სავარუდოდ, ენტეროვირუსი (ზღვაზე ბათუმში რომ არ დაგემართოს, ჩათვალე სეზონი ჩაგივარდა). ხოდა არაფერი მიხარია, არაფერი მინდა გარდა იმისა, რომ კარგად გახდეს. სულ სხვა თვალით შევხედე დედაჩემს, წარმოვიდგინე რამდენი უნერვიულია, მე რომ პატარა ვიყავი. თან 90-იანებში მე თქვენ გეტყვით წამლები იყო ბევრი.... ერთხელ ძალიან მაღალი სიცხე გქონდაო და გამოიძახა სასწრაფო. სასწრაფოს ეტყობა სიცხის დამგდები არ ჰქონდა და კვერცხის ცილა ასპირინთან ერთად ფეხის გულებში შემიზილეს. დედაჩემმა ეგეთი სისწრაფით სიცხე მას მერე არაფერს დაუგდიაო. მოკლედ ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ახლობლებს,“ - აღნიშნავს ნუკი. 


შეიძლება დაინტერესდეთ

ტესტი: რომელ ქალბატონს არ უჭირავს ხელში თავისი შვილი?

ტესტი: რომელ ქალბატონს არ უჭირავს ხელში თავისი შვილი?

ყურადღებით დააკვირდით სურათს. სამი ქალბატონიდან ერთ-ერთს ხელში თავისი შვილი არ უჭირავს. გამოიცანით, სამი ქალბატონიდან რომელი არ არის დედა.

​ტესტის პასუხი

წყარო: ​takprosto.cc

წაიკითხეთ სრულად