დიზაინერი და თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლე ანუკი არეშიძე 1-ელ ივლისს 30 წლის გახდა. მან დაბადების დღე 2 ივლისს საკუთარ სახლში, წყნეთში, მეგობრებთან ერთად აღნიშნა.
სტუმრებს შორის არაერთი ცნობილი სახე იყო, მათ შორის - მოდელი სალომე ღვიანიაშვილი, კალათბურთელი ზაზა ფაჩულია მეუღლესთან, თიკა არველაძე-ფაჩულიასთან ერთად, დიზაინერი მაკა კვიაციანი და სხვები...