შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
„წლების განმავლობაში ვგრძნობდი ერთ რამეს, მე ვგრძნობ დღესაც, რომ მე ვარ პატარა ბავშვი, არაფერი არ მესმის, ღმერთს უჭირავს ჩემი ხელი და დამატარებს ქვეყანაზე. მე ვგრძნობ ამ სიახლოვეს უფლისას. თქვენც უნდა მოიქცეთ ისე, რომ თქვენთან ახლოს იყოს და თქვენი ხელიც ეჭიროს უფალს.“
ილია მეორე სამ დიდ საუნჯეზე საუბრობს, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია:
„სამი დიდი საუნჯე გააჩნია საქართველოს, ეს არის: ღმერთი, ღმერთის რწმენა, ეს არის სამშობლო და ეს არის ადამიანი. ადამიანმა უნდა შექმნას თავისი ცხოვრებით ჯვარი: მაღლა ღმერთი და დაბლა ადამიანი, რწმენა და სიყვარული ღმერთის და სიყვარული ადამიანის. ეს უნდა გახსოვდეთ თქვენ.“
პატრიარქი ბავშვობას იხსენებს და აცხადებს, რომ მას ყველაზე მეტად მშობლების გაბედნიერება და მათი გახარება ეოცნებებოდა:
„ჩემი მთავარი სურვილი და ოცნება სკოლის ასაკიდან იყო ის, რომ მესიამოვნებინა მშობლებისთვის, მათთვის სასიხარული რამ გამეკეთებინა. მე მშობლები მუდამ მლოცავდნენ. ერთხელ მამაჩემს ვკითხე, ლოცულობ-მეთქი ჩემთვის. მამამ მითხრა, სულ ამას როგორ მეკითხები, სხვებს რომ ერთხელ ვიხსენიებ, შენ ათჯერ გახსენებო. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი ხედავს ჩვენს გულს. ჩვენ ვხედავთ ერთმანეთის სახეს, ღმერთი კი ხედავს გულს. „გული წმინდა დაბადე ჩემთანა, ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.“ გული უნდა ჰქონდეს სუფთა ადამიანს.“
„ჩემი წინაპარი იყო დიდი ადამიანი შიოლა ღუდუშაური. შიოლას დედას ეძახდნენ მეფიანთ ქალს, სამეფო გვარიდან იყო. იმათი ღვთის წინაშე ლოცვით ვარ მე, რაც ვარ. ერთი ვიცი, რომ მე ცოდვილი ვარ, მაგრამ მე ღვთისა ვარ. როგორც ფსალმუნშია ნათქვამი: „შენი ვარ და ვცხონდე მე,“ ე.ი. შენი ვარ, ცოდვილი ვარ და ვცხონდე მე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ! მე არაერთხელ მითქვამს, ახლაც გეუბნებით, ყოველ დღე მიდით მშობლებთან და უთხარით: „დედა, მამა დამლოცე!“ ხელზე აკოცეთ მშობელს. ღვთის კურთხევა იქნება თქვენზე,“ - აცხადებს პატრიარქი.