Baby Bag

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყველა იმ პირში, რომელიც სისტემატურად მოიხმარს ცხოველური წარმოშობის ცილოვან პროდუქტებს, 20-30 პროცენტით იზრდება კოლორექტული სიმსივნეების რისკი,“- მარი მალაზონიას რეკომენდაციები

„ყველა იმ პირში, რომელიც სისტემატურად მოიხმარს ცხოველური წარმოშობის ცილოვან პროდუქტებს, 20-30 პროცენტით იზრდება კოლორექტული სიმსივნეების რისკი,“- მარი მალაზონიას რეკომენდაციები

„ყველა იმ პირში, რომელიც სისტემატურად მოიხმარს ცხოველური წარმოშობის ცილოვან პროდუქტებს, 20-30 პროცენტით იზრდება კოლორექტული სიმსივნეების რისკი,“- მარი მალაზონიას რეკომენდაციები

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ ცხიმების ჭარბი რაოდენობით გამოყენების რისკებზე ისაუბრა და ადამიანებს ცხიმოვანი პროდუქტების ზომიერი რაოდენობით გამოყენებისკენ მოუწოდა:

„ჩვენ ცხიმის დასაშლელად გვაქვს ძალიან აგრესიული ფაქტორი. ნაღველი არის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სითხე, რაც შეიძლება წარმოვიდგინოთ სამყაროში. მას შეუძლია ძალიან ბევრი რამის განადგურება, დაშლა, მაგრამ უზარმაზარ სამსახურს უწევს ადამიანს. მას შეუძლია მოუნელებელი ცხიმის მონელება. ასაკთან ერთად ეს ირღვევა. ამას ჩვენ ხელს ვუწყობთ, როდესაც კვებაში შემოგვაქვს რაფინირებული ცხიმები, ტრანსცხიმები, რომლებიც ჩვენი ორგანიზმისთვის ჩვეული არ არის. ჩვენი ორგანიზმი ამას ვერ კითხულობს. მისთვის ეს ცხიმის უჩვეულო ფორმაა. ჩვენ შემოგვაქვს ხელოვნურად გამყარებული ცხიმები. აქ ლაპარაკია ამ ცხიმების სისტემატური მოხმარების შემთხვევებზე.“

„არ უნდა დაგვავიწყდეს ომეგა 6 ცხიმები, რომელიც ანთების, თრომბოზის, კიბოს განვითარების რისკს ზრდის. უკიდურესი დატვირთვა, თუნდაც მცენარეული ცხიმებით არის გაუმართლებელი. ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის კვლევამ აჩვენა, რომ 20-30%-ით იზრდება კოლორექტული სიმსივნეების რისკი ყველა იმ პირში, რომელიც სისტემატურად მოიხმარს ცხოველური წარმოშობის ცილოვან პროდუქტებს. განსაკუთრებით გამოყვეს წითელი ხორცი და ჩვენ მიერ ნაქები თევზიც მოხვდა ამ კატეგორიაში. თევზის დიდი რაოდენობით მიღება იყო გარკვეული რისკის შემცველი,“- აღნიშნულ საკითხზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად