Baby Bag

შემოდგომის ნათება ლაგოდეხის ეროვნულ პარკში

შემოდგომის ნათება ლაგოდეხის ეროვნულ პარკში

მსოფლიოში ერთ-ერთი კარგად შემონახული, პირველყოფილი, ველური ბუნებრივი ლანდშაფტებით მრავალფეროვანი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ქ. ლაგოდეხში, საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე მდებარეობს და ზღ. დ-დან 590-3500 მ-ის სიმაღლემდე ვრცელდება.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები მოიცავს ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალსა (19749 ჰა) და აღკვეთილს (4702 ჰა). დღეისათვის ლაგოდეხის აღკვეთილში მოწყობილია თვალწარმტაცი, უსაფრთხო და ინფორმატიული ხუთი ტურისტული მარშრუტი, კერძოდ: „როჭოს ჩანჩქერი“, „ნინოსხევის ჩანჩქერი“, „მაჭის ციხე“, „შავი კლდეების ტბა“  და „ბუნების შემეცნების ბილიკი“.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ცენტრალური შესასვლელი ინტეგრირებულია ადმინისტრაციულ და ვიზიტორთა კომპლექსთან. ადმინისტრაციულ კორპუსში მოწყობილია საექსპოზიციო და საპრეზენტაციო დარბაზი, სადაც ვიზიტორს შესაძლებლობა ეძლევა გაეცნოს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სპეციფიკას, ტარიფებს, უსაფრთხოების წესებს და არსებული ტურისტული მარშრუტებიდან მისთვის სასურველი აირჩიოს.

წყარო: http://apa.gov.ge/