თბილისიდან სულ რაღაც 20 კილომეტრში მდებარე საბადურის ტყე წელიწადის ორ სეზონზე - შემოდგომასა და თოვლიან ზამთარში განსაკუთრებით შთამბეჭდავია. ეს ვიდეოები ამაში მარტივად დაგარწმუნებთ.
საბადურის ტყე შემოდგომაზე
საბადურის ტყე ზამთარში
თუ ჯერაც არ გინახავთ ეს საოცარი ადგილი, შემოდგომის დასრულებამდე კიდევ გაქვთ დრო, ზღაპრულ სამყაროში მოხვდეთ - იქ, სადაც ყველაზე მკვეთრად და ლამაზად არის წარმოდგენილი ეს სეზონი - ფერადი ხეების ხეივნითა და სასიამოვნოდ თბილი მზის სხივებით. ამის შემდეგ კი ზამთარსა და თოვლს დაელოდეთ, რომ წელიწადის ყველაზე სუსხიანი სეზონი სულ სხვანაირად აღიქვათ.