მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ შემუშავებასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება.
ცენტრის ცნობით, შეხვედრა გაიმართება ონლაინ რეჟიმში, Teams პლატფორმაზე და მისი მიზანია „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ გაცნობა, არსებული გამოწვევების გააზრება და „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ შემუშავება. მასწავლებელთა უკუკავშირი და მოსაზრებების გაცვლა.
როგორც მასწავლების სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაინტერესებული მასწავლებლები.
შეხვედრის ხანგრძლივობა იქნება 2 საკონტაქტო საათი და მასზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 6 აპრილი.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
„იმისათვის, რომ წარმატებული მასწავლებლები გვყავდეს, მათი სოციო-ეკონომიკური სტატუსი უნდა ავწიოთ“ - ბერიკა შუკაკიძე
„ყველანი ვთანხმდებით განათლების მნიშვნელობაზე, მაგრამ ასევე უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ თუ გვინდა წარმატებული განათლების სისტემა გვქონდეს, აუცილებელია მასწავლებელი. ჩვენ რომ გვყავდეს წარმატებული მასწავლებლები, უნდა ავწიოთ მათი სოციო-ეკონომიკური სტატუსი… ის აქტივობები, რასაც კოალიცია „განათლება ყველასათვის“ ახორციელებს უკვე მესამე წელია, ნამდვილად მისასალმებელია. ეს არის ძალიან კარგი კამპანია მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟულობის ასამაღლებლად. როგორც განათლების მინისტრმა პრემიერ-მინისტრთან ერთად დააანონსა, ამას მოყვება მასწავლებლის ხელფასის ზრდა, რაც უფრო მეტ ახალგაზრდას მოიზიდავს ჩვენს სფეროში. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ კონკრეტული პუპულაციის ტოპ 10%-დან, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიზიდონ მასწავლებლის პროფესიაში. ამას წარმატებით ახორციელებენ წამყვანი ქვეყნები - ფინეთი, სინგაპური, ნორვეგია და ა.შ. მასწავლებელი ხდება საზოგადოებრივი ლიდერი და მას არა მხოლოდ ერთ საკლასო ოთახში აქვს გავლენა. თუ გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანას კარგი მომავალი ჰქონდეს, ეს მომავალი გადის მასწავლებლებზე.“