,,მასწავლებელთა სქემის თანახმად " მუხლი 1. პუნქტი 2 . სქემის ამოცანაა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ერთიანი სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო კადრების შენარჩუნებას, არსებული მასწავლებლების მოტივაციისა და სტატუსის ამაღლებას."
სინამდვილეში სასკოლო სისტემაში დღეს არის ყველაზე არასტაბილური მდგომარეობა ამ მიმართულებით. თითქმის ყველა უფროსი მასწავლებელია,ასევე ძალიან ბევრმა მიიღო წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, მოსწავლეთა განათლებას კი არაფერი ეტყობა.
იმისათვის რომ სასწრაფოდ გამოსწორდეს სიტუაცია, საჭიროა შემდეგი ზომების გატარება:
რეკომენდაცია 1. სასწრაფოდ შეჩერდეს "მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის" მოქმედება.
რეკომენდაცია 2. სასწრაფოდ შეწყდეს -ერთსა და იმავე საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნებიდან ერთ-ერთი საგნის კომპეტენციის დადასტურების შემდგომ, შესაძლებელობა მასწავლებელმა ასწავლოს ერთსა და იმავე საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნები.
რეკომენდაცია 3. მკაცრად გაკონტროლდეს რომ სკოლაში მოსწავლეებს გაკვეთილებს უტარებდეს შესაბამისი საგნის კვალიფიკაციის მასწავლებელი.
რეკომენდაცია 4. ჩატარდეს სერიოზული კვლევა - რა შედეგებამდე მიიყვანა სასკოლო სისტემა ე.წ. “სქემებმა” , და რამდენი და რომელი საგნის სპეციალისტები აკლია სისტემას.
რეკომენდაცია 6. მასწავლებლის კარიერული ზრდა პირდაპირპროპორციულად უნდა იყოს მიბმული მოსწავლის მიღწევებზე, უნდა ჩამოყალიბდეს “ეროვნული შეფასების სისტემა”,რომლის საშუალებითაც სახელმწიფო ამოწმებს,რამდენად შეესაბამება მოსწავლეთა მიღწევები ესგ-ით დადგენილ მოთხოვნებს.
რეკომენდაცია 7 . 2022-2023 წლისთვის უმაღლესმა სასწავლებლებმა უნდა გამოუშვან დაწყებითი განათლების და საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლები, შესაბამისად შესაძლებელია ამ პერიოდის გამოყენება ახალი დოკუმენტის მოსამზადებლად.
დანაჩენი თქვენ დაამატეთ...''
ავტორი: თბილისის 136-ე სკოლის დირექტორი ელზა ბადაშვილი
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
ქუთაისის N2 საჯარო სკოლის საკლასო ოთახში გაკვეთილის მიმდინარეობისას ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევის დროს კლასში პირველკლასელები იმყოფებოდნენ.
სკოლის დირექტორის, მურად ჯიშკარიანის ინფორმაციით, ჭერის ჩამონდგრევის შედეგად ბავშვები არ დაშავებულან.
„შემთხვევა პირველ სართულზე მოხდა. ბავშვები არ დაშავებულან, მიმდინარეობს შესწავლა. ამ ეტაპზე გამომწვევი მიზეზი უცნობია. ინფორმირებულია განათლების სამინისტრო და რესურსცენტრი“, - განაცხადა მურად ჯიშკარიანმა.
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ეს ჭერის ჩამონგრევის მეოთხე შემთხვევაა. სკოლის რეაბილიტაცია 2016 წელს დასრულდა, თუმცა სკოლის მასწავლებლის, ნანული ჟორჟოლიანის თქმით, პრობლემები შენობაში სწორედ სარემონტო სამუშაოების შემდეგ შეიქმნა.