Baby Bag

როგორ ავიღოთ ანალიტიკურ წერასა და ტექსტის გააზრებაში მაქსიმალური, 18 ქულა? - მასწავლებელთა გამოცდები 2020

როგორ ავიღოთ ანალიტიკურ წერასა და ტექსტის გააზრებაში მაქსიმალური, 18 ქულა? - მასწავლებელთა გამოცდები 2020
მასწავლებლობის მსურველებს გამოცდის დაწყებამდე თვეზე ნაკლები რჩებათ. პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი მასწავლებლებს სთავაზობს ტრენინგებს, რომლებიც გამოცდაზე მაღალი ქულის აღებაში დაეხმარებათ.

ცენტრის ცნობით, გამოცდამდე ორი ტრენინგი ჩატარდება:

„გამოცდაზე მაღალი ქულის მოპოვება საგნის ცოდნის გარდა, მოითხოვს დამატებით უნარებს. მაგალითად, უნდა ვიცოდეთ, როგორ დავწეროთ სრულფასოვანი ანალიტიკური ნაშრომი (რომელიც ფასდება 11 ქულით) და ტექსტის გააზრების სავარჯიშო (რომელიც ფასდება 7 ქულით) შევასრულოთ მაღალ დონეზე. ამ ორ საკითხს ეწოდება აკადემიური უნარები. ის ფასდება 18 ქულით. სტატისტიკურად აპლიკანტების 80%-ს სწორედ ამ ორი საკითხის შესრულება უჭირს. ჩვენ მასწავლებლობის მსურველებს ვთავაზობთ ტრენინგებს, რომელიც მორგებულია გამოცდაზე და მათ დაეხმარებათ 18 ქულის მოპოვებაში,“ - აღნიშნავენ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში.

პროფესიული ზრდის ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგებს მასწავლებლის სახლის გამოცდილი და მაღვალკვალიფიციური ტრენერები ატარებენ:

„მხოლოდ მასწავლებლის სახლის გამოცდილ და მაღვალკვალიფიციურ ტრენერებს შეუძლიათ ასწავლონ პედაგოგებს მეთოდები, რომლის საშუალებითაც შეძლებენ 11-ქულიანი ესეს დაწერას და ტექსტის გააზრების კითხვებში 7 ქულის აღებას,“ - აღნიშნავენ ცენტრში.

ტრენინგებზე რეგისტრაცია 2 ივლისს დასრულდება (ადგილები შეზღუდულია), ტრენინგები კი 3 ივლისიდან დაიწყება და ხანგრძლივობაა 3 კვირა.

ტრენინგების ღირებულებაა: ანალიტიკური წერა - 60 ლარი, ტექსტის გააზრება - 60 ლარი.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს


​დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის ფეისბუქგვერდს ან დარეკეთ ნომერზე 592 47 72 77.

R.

შეიძლება დაინტერესდეთ

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები ცნობილია

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები ცნობილია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგებს აქვეყნებს. 
ცენტრის ცნობით, საკუთარი შედეგის გასაგებად სტუდენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე ​online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო ბარათზე დატანილი ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი.

​შედეგების გაგება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც. ამისათვის გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას). ტესტის მაქსიმალური ქულაა 42.

​სახელმწიფო ასიგნებებიდან ამ კონკურსისთვის გამოყოფილი თანხა, რეიტინგული მაჩვენებლის მიხედვით, გადანაწილდება საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტებზე.
წაიკითხეთ სრულად