„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
როგორ შევქმნათ მრავალფეროვანი ონლაინ ტესტი მოსწავლეთა ცოდნის შესამოწმებლად - იხილეთ ვიდეოგაკვეთილები
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგებს ვიდეოგაკვეთილებს სთავაზობს, რომლებიც მათ ელექტრონული ტესტების შექმნაში, მოსწავლეთა ავტომატურ შეფასებასა და ტესტირების გრაფიკულ ანალიზში დაეხმარებათ.
ვიდეოგაკვეთილების ნახვის შემდეგ მასწავლებლებს შეეძლებათ:
ახალი ტესტის შექმნა სხვადასხვა ტიპის კითხვების ფორმების გამოყენებით
პასუხებზე ქულების მინიჭება
ტესტის დიზაინის გაფორმება
ტესტის გადაგზავნა მოსწავლეებისთვის
შედეგების ანალიზი
მნიშვნელოვანია, რომ ტესტირება ონლაინ სივრცეში მიმდინარეობს და აუცილებელი არ არის მოსწავლე კონკრეტულ დროს კონკრეტულ საკლასო სივრცეში იმყოფებოდეს.