„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
რა დაპირება ჰქონდა წინასაარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილს განათლების კუთხით
წინასწარი მონაცემებით, (ცესკომ ხმების 100% დათვალა და 59,52% ქართული ოცნების მხარდაჭერილმა კანდიდატმა მიიღო) საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდება. იგი თავის წინასაარჩევნო პროგრამაში განათლების შესახებ ერთი წინადადებით შემოიფარგლა.
ნახეთ რა დაპირება მისცა მან მოსახლეობას განათლების კუთხით:
სახელმწიფო დაფინანსებით უცხოეთში განათლებამიღებული ახალგაზრდების ღირსეული დაბრუნება და სრულფასოვანი ჩართვა ქვეყნის მშენებლობაში.
იხილეთ სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო პროგრამა.