„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებაზე გამოყენებული ტესტები - ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, უცხოური ენები, ქართული, როგორც მეორე ენა, ბიოლოგია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებაზე გამოყენებულ ტესტებს აქვეყნებს (ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; უცხოური ენები; ქართული, როგორც მეორე ენა; ბიოლოგია).
ცენტრის ცნობით, ტესტების პასუხები და შეფასების სქემები შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება. 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები 21 ივლისს დასრულდა. ცნობისთვის, წელს მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად აპლიკანტთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დარეგისტრირდა. 31500-მდე დარეგისტრირებულიდან 20 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელია, 10 000 კი - მასწავლებლობის მსურველი.