„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წინადადების გასაჩივრებისთვის გათვალისწინებული საპრეზენტაციო განაცხადის ფორმა დამტკიცდა
მასწავლებლის შიდა შეფასების შედეგებისა და მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წინადადების გასაჩივრებისთვის გათვალისწინებული საპრეზენტაციო განაცხადის ფორმა დამტკიცდა. ამასთან, განისაზღვრა საპრეზენტაციო განაცხადის წარდგენის ვადა.
ბრძანების მიხედვით, საპრეტენზიო განაცხადის ცენტრში წარდგენის ვადა - პრაქტიკოს, უფროს და წამყვანის სტატუსის მქონე მასწავლებლებს 2019 წლის 18 დეკემბრიდან 2020 წლის 20 იანვარის ჩათვლით აქვთ.
იხილეთ გასაჩივრებისთვის განსაზღვრული საპრეზენტაციო განაცხადის ფორმა