Baby Bag

როდის გამოქვეყნდება დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

როდის გამოქვეყნდება დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ხვალ გამოქვეყნდება. ცენტრის ცნობით, ტესტების პასუხები და შეფასების სქემები შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება.

შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა გამოცდები 2 ნოემბერს დაიწყო და 8 ნოემბერს დასრულდება. წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის 26 600-ზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული. მათგან 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელია.

შეიძლება დაინტერესდეთ

გარე დაკვირვების შესახებ ბრძანებაში ცვლილებაა

გარე დაკვირვების შესახებ ბრძანებაში ცვლილებაა

„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. ​შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.

ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.

ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.

იხილეთ ​ბრძანება

წაიკითხეთ სრულად