Baby Bag

არასტანდარტული ონლაინ გაკვეთილები კრეატიული და მხიარული მასწავლებლისგან

ბავშვებისთვის დისტანციური სწავლება მოსაწყენი სულაც არ არის, თუ მათ კრეატიული და მხიარული მასწავლებელი ჰყავთ. ჯენ მერიფილდი დაწყებით სკოლაში მეოთხე კლასის მოსწავლეებს ასწავლის. ის ბავშვების გასამხნევებლად მხიარულ ვიდეორგოლებს ქმნის, რაც იზოლაციაში მყოფ მოსწავლეებსა და მშობლებს განწყობის ამაღლებაში ძალიან ეხმარება.

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.

„სკოლის მასწავლებლები ფლობენ ისეთი ძალაუფლებას, რომელზეც პრემიერ-მინისტრებს მხოლოდ ოცნება...
1. სკოლის მასწავლებლები ფლობენ ისეთი ძალაუფლებას, რომელზეც პრემიერ-მინისტრებს მხოლოდ ოცნება შეუძლიათ. (უინსტონ ჩერჩილი)​ 2. მასწავლებელი ის ადამიანია, ვისაც შეუძლია, რთული საგნები მარტივად...
რატომ არის სტრესი ბავშვებისთვის ონლაინ სწავლება? - პედაგოგ დიანა ანფიმიადის რეკომენდაციები...
რატომ არის სტრესი ბავშვებისთვის ონლაინ სწავლება და როგორ შევუქმნათ მოზარდებს ჯანსაღი გარემო? - აღნიშნულ თემებზე პედაგოგი დიანა ანფიმიადი მშობლებს რეკომენდაციებს აძლევს. ნახეთ ვიდეო და ა...
სკოლებში სასწავლო პროცესის აღდგენა კვლავ გადაიდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე უნდა გახანგრძლივდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლებში სასწავლო პროცესის ამ დრომდე (10 მაისამდ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ბავშვი ნიჭიერია, არ უნდა ამას აფიშირება და ტრაბახი, რომ ჩემი შვილი ასეთია,“- შალვა ამონაშვილი

„თუ ბავშვი ნიჭიერია, არ უნდა ამას აფიშირება და ტრაბახი, რომ ჩემი შვილი ასეთია,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის ნიჭის აღმოჩენისა და მისი შემოქმედებითი უნარების წახალისების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მშობელმა შვილის ნიჭიერება უნდა წაახალისოს, თუმცა ბავშვის განსაკუთრებული უნარებით არ უნდა იტრაბახოს:

„მშობლები ისე მიეჩვივნენ თავიანთ ბავშვებს, რომ მარტო ცუდს ხედავენ მათში. ვიღაც ჩივის, რომ ბავშვი ზარმაცია ან მეტისმეტად აზვიადებენ რაღაც პატარას, რომ „ჩემი შვილი გენიოსია.“ ან ერთი აქვთ ხოლმე, ან მეორე. ​თუ ბავშვი ნიჭიერია, არ უნდა ამას აფიშირება და ტრაბახი, რომ ჩემი ბავშვი ასეთია. შეუწყვე ხელი ბავშვს ნივთებით, საგნებით, საუბრებით, რომ ეს ნიჭი უფრო იფურჩქნებოდეს. დრო უნდა ამას. მამამ მეტი დრო მონახოს, დედამ მეტი დრო მონახოს.“

შალვა ამონაშვილის თქმით, ბავშვზე ერთი კვირის დაკვირვებითაც შეგვიძლია მისი მისწრაფებების და ინტერესების აღმოჩენა:

„ბავშვი გიჩვენებთ ამას, რა აინტერესებს. რომ დააკვირდეთ ბავშვს ერთი კვირის განმავლობაში, დაინახავ, საითკენ უფრო მიისწრაფვის შვილი. თუ ეს ვერ დავინახეთ, ჩვენ ეს არ გვიშლის ხელს, რომ ​შევთავაზოთ სხვადასხვა რამ. რომ დაინახავს ბავშვი, ის უკვე გააკეთებს არჩევანს. როდესაც მაგიდასთან სხედხართ და გაშლილია მაგიდა, შეიძლება არც იცოდეთ, რისი მირთმევა გსურთ, მაგრამ რომ დაინახავთ მაგიდაზე ამ კერძს, მიხვდებით.“

„ადამიანმა ხომ უნდა იხაროს ცხოვრებით. მე რასაც გთავაზობთ ჩემი შემოქმედებით და თქვენ ამას იღებთ, ეს არის ჩემი სიხარულის წყარო. სიხარულის გარეშე აბა რა იქნება ჩვენი ცხოვრება?! შემოქმედება სიხარულის წყაროა. ჩვენთან ცოტა მასწავლებელი ​აღვივებს ბავშვში შემოქმედებით უნარებს. განა იმიტომ, რომ ცოტა მასწავლებელია დაბადებული ამ უნარებით. ჩვენ ვზღუდავთ მასწავლებელს სტანდარტებით, არც იქით უნდა იყოს, არ აქეთ. სისტემა ზღუდავს პედაგოგს. მე არ მინდა, ვინმე დავადანაშაულო, მაგრამ ის, ვინც მასწავლებელს ხელმძღვანელობს, მას არ უბიძგებს შემოქმედებითობისკენ. ეშინია კიდეც, თუ მასწავლებელმა შემოქმედებითობა განავითარა, ვაითუ დაარღვიოს სახელმწიფო მოთხოვნები. მასწავლებელთა 15-20 % ყოველთვის უნდა ასცდეს სტანდარტს. სხვანაირად ახალი სტანდარტები როგორ დაიბადება?!“ - აღნიშნულ საკითხებზე შალვა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად