Baby Bag

მასწავლებლებისთვის უფასო სემინარზე რეგისტრაცია გამოცხადდა

მასწავლებლებისთვის უფასო სემინარზე რეგისტრაცია გამოცხადდა
საქართველოს უნივერსიტეტი G-PriEd-ული მოდელის გაცნობის მიზნით, რეგიონში მცხოვრები პედაგოგებისთვის სემინარს ჩაატარებს.

სემინარის მიზანი პედაგოგებისთვის სწავლების ინოვაციური მეთოდების გაზიარება და მათი პრაქტიკაში დანერგვაა.

სემინარი შემდეგ საკითხებს მოიცავს:

  • სწავლების სამფაზიანი მოდელი
  • დიფერენცირებული სწავლება
  • სხვადასხვა ტიპის ტექტების გაგება-გააზრება
  • კითხვის უნარის შეფასება


სემინარში მონაწილეობა შეუძლიათ საბაზო და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და მათემატიკის მასწავლებლებს და ასევე სხვა მიმართულების პედაგოგებს, ვისაც აღნიშნული მოდელის სემინარები აინტერესებთ.

აღნიშნულ სემინარზე დასწრება უფასოა.

რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ბმულზე - ​სემინარზე რეგისტრაცია. 

სემინარის გავლის შემდეგ, ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

დეტალები იხილეთ ​აქ.​


შეიძლება დაინტერესდეთ

2019 წელს ზოგადი განათლების დაფინანსება 750.5 მლნ ლარამდე იზრდება

2019 წელს ზოგადი განათლების დაფინანსება 750.5 მლნ ლარამდე იზრდება

„ზოგადი განათლების დაფინანსება 750.5 მლნ ლარამდე იზრდება“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ზრდა მიმდინარე წელთან შედარებით 48.0 მლნ ლარია.

„წინა წარდგენასთან შედარებით, ზრდა შეადგენს 11 მლნ ლარს, მათ შორის, დამატებითი რესურსი მოხმარდება მანდატურთა ხელფასების ზრდას, განათლების რეფორმის ფარგლებში ელექტრონული რესურსების შექმნას, ასევე გამყოფი ხაზის მიმდებარე სკოლების პედაგოგთა ანაზღაურების ზრდას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანის თქმით, პროფესიული განათლების დაფინანსებაზე მიიმართება 49.0 მლნ ლარამდე, მათ შორის, გათვალისწინებულია მასწავლებელთა ხელფასების ზრდა 30%-ით.

წაიკითხეთ სრულად