პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს ნოემბერში კიდევ ერთხელ ექნებათ შესაძლებლობა, გავიდნენ გამოცდაზე და დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შემოდგომაზე ორგანიზებულ გამოცდასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია სავარაუდოდ თვის ბოლომდე გამოქვეყნდება. ცენტრის ცნობისთვე, გამოცდისთვის რეგისტრაცია თვის ბოლომდე დაიწყება.
ცნობისთვის, წელს მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად აპლიკანტთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დარეგისტრირდა. 31500-მდე დარეგისტრირებულიდან 20 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელია, 10 000 კი - მასწავლებლობის მსურველი.
ვის ექნება განმეორებით გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა - ირინა აბულაძე მასწავლებელთა გამოცდებზე