Baby Bag

12 თუ 15 ივნისი? - როდის მთავრდება ონლაინ სწავლება?

12 თუ 15 ივნისი? - როდის მთავრდება ონლაინ სწავლება?

12 თუ 15 ივნისი? - როდის მთავრდება ონლაინ სწავლება? - აღნიშნული კითხვით ​MomsEdu.ge-ს არაერთი მასწავლებელი დაუკავშირდა. 

12 ივნისი პარასკევია, 15 კი ორშაბათი, სწორედ ამან გამოიწვია დაბნეულობა. საკითხის გასარკვევად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დავუკავშირდით. 

როგორც სამინისტროში განაცხადეს, სწავლა, როგორც კანონით არის დადგენილი, 15 ივნისს დასრულდება, ანუ მასწავლებლები ონლაინ გაკვეთილებს 15-ის ჩათვლით ჩაატარებენ. 

მოიწონეთ გვერდი „მასწავ​ლებლების სან​დო წყარო“

როდის დასრულდება 2019-2020 სასწავლო წელი - თარიღი ცნობილია
მეთორმეტეკლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, პირველკლასელები 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები - 15 ივნისს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე  ​განა...
მოსწავლეთა წლიური შეფასება ​2019-2020 სასწავლო წელს - დეტალები სამინისტროსგან
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების ​ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. მინისტრმა მოსწავლეების შეფასებაზეც გაამახვილა ყურადღება...

შეიძლება დაინტერესდეთ

ზაფხულში ბავშვის სრულფასოვნად დასვენების 4 მთავარი პრინციპი - ევგენი კომაროვსკის რეკომენდაციები მშობლებს

ზაფხულში ბავშვის სრულფასოვნად დასვენების 4 მთავარი პრინციპი - ევგენი კომაროვსკის რეკომენდაციები მშობლებს

​ზაფხულში სრულფასოვანი დასვენებისთვის გარკვეული რეკომენდაციების დაცვაა საჭირო. ცნობილმა პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ სოციალურ ქსელში ბავშვის იდეალური დასვენებისთვის აუცილებელი პრინციპების ნუსხა გამოაქვეყნა, რომელსაც ჩვენს სტატიაში უცვლელად შემოგთავაზებთ.

  • პრინციპი I. მიეცით ბავშვის ტვინს დასვენების საშუალება

სრულფასოვანი დასვენებისთვის სწავლა უნდა შეწყვიტოთ და გარემო გამოიცვალოთ. როდესაც სწავლის შეწყვეტაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ, რომ ბავშვის მეხსიერება არ უნდა დავტვირთოთ კაცობრიობის მიღწევების შესახებ ახალი ცოდნით. ზაფხულში სწავლა სხვა ფორმით უნდა გაგრძელდეს. ბავშვის განვითარებისა და შემეცნებისთვის ის მეთოდები გამოიყენეთ, რომლებისთვისაც წლის განმავლობაში დრო არასდროს გრჩებოდათ, მაგალითად, ესაუბრეთ ბავშვს ყვავილებზე, ასწავლეთ მათი დასახელება, აჩვენეთ, როგორ უნდა დაანთოთ კოცონი, როდესაც წვიმს და ა.შ.

  • პრინციპი II. ბავშვმა მაქსიმალურად ბევრი უნდა იმოძრაოს

ზაფხულში ბავშვმა ბევრი უნდა ისეირნოს, ირბინოს, იხტუნოს და იცურაოს. ძალიან სასარგებლოა როგორც ფეხით, ასევე ველოსიპედით სეირნობაც.

  • პრინციპი III. ბავშვი გამოკვებეთ მისი მადის გათვალისწინებით

​თუ ბავშვს საკვების მიღების სურვილი აქვს, მაშინ მას საკვები შესთავაზეთ, ხოლო თუ ის უარზეა, ნუ დააძალებთ, რომ მიირთვას. ვფიქრობ, ეს საუკეთესო საშუალებაა მისი მადის დასაკმაყოფილებლად. 

  • პრინციპი IV. ბავშვი აუცილებლად გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე

ნებისმიერი შესაძლებლობა გამოიყენეთ, რომ ​ბავშვი მოაშოროთ ქალაქს, ავტომანქანებს, ქარხნებს, ხალხის მასებსა და ხმაურს.

​წყარო 

წაიკითხეთ სრულად