Baby Bag

პედაგოგებს ახალ ინიციატივებში მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი

პედაგოგებს ახალ ინიციატივებში მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მაღალმთიანი რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა.

„პედაგოგების მიერ შემუშავებულია არაერთი საინტერესო პროექტი, ჩვენი ვალდებულებაა ხელი შევუწყოთ მათ ახალი ინიციატივების შემუშავებასა და დანერგვაში“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ მასწავლებელთა დისტანციური სასწავლო პროგრამების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „განათლების დეცენტრალიზაცია უმნიშვნელოვანესია პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბაზაზე დისტანციური სასწავლო პროგრამა მოქმედებს, მაგრამ მნიშვნელოვანია მასშტაბი გაიზარდოს რაიონების დონეზე“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

პედაგოგებმა ისაუბრეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ადმინისტრაციული პერსონალისთვის სახელფასო დანამატების აუცილებლობაზე. „ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი კოლეგების მიერ ინიცირებულია კანონპროქტი, რომელზეც მუშაობა საშემოდგომო სესიაზე გაგრძელდება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ინიციატივაზე საპასუხოდ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში პრობლემად რჩება ქართულენოვანი საბავშვო ბაღების ხელშეწყობის საკითხი. მარიამ ჯაშის განცხადებით, ამ მიმართულებით დამატებითი მუშაობა გაგრძელდება.

შეხვედრაზე პედაგოგთა მხრიდან გაჟღერდა ინიციატივა პროფესიული სასწავლო პროგრამების მუნიციპალურ ცენტრებში გაჩენისა და მათი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე დაფუძნების თაობაზე.

შეხვედრაზე ისაუბრეს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელისა და მსოფლიო მასწავლებელთა ათეულის რჩეულის, ლადო აფხაზავას ინიციატივის შესახებ, რომელიც სკოლებს შორის თანამშრომლობასა და გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობებს ეხება.

შეიძლება დაინტერესდეთ

რამდენი ქულა უნდა აიღოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა 1, 4, 7, 10 კრედიტის მოსაპოვებლად?

რამდენი ქულა უნდა აიღოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა 1, 4, 7, 10 კრედიტის მოსაპოვებლად?

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერონული ცენტრი მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების შედეგების და კრედიტების შესაბამისობის ცხრილს აქვეყნებს.

ცხრილის გადმოწერა

პრაქტიკოსებისთვის
საგანიმაქსიმალური ქულა30 % - 1 კრედიტი40 % - 4 კრედიტი50 % - 7 კრედიტი60 % - 10 კრედიტი
ქართული 7-127021-2728-3435-4142 და მეტი
მათემატიკა 7-124113-1617-2021-2425 და მეტი
გეოგრაფია5517-2122-2728-3233 და მეტი
ბიოლოგია6018-2324-2930-3536 და მეტი
ქიმია6018-2324-2930-3536 და მეტი
ფიზიკა6018-2324-2930-3536 და მეტი
ისტორია5517-2122-2728-3233 და მეტი
სამოქალაქო განათლება5517-2122-2728-3233 და მეტი
უცხო ენა9027-3536-4445-5354 და მეტი
დაწყებითი 1-46520-2526-3233-3839 და მეტი
ქართული 1-65316-2122-2627-3132 და მეტი
ბუნებისმეტყველება 1-65316-2122-2627-3132 და მეტი
მათემატიკა 1-65316-2122-2627-3132 და მეტი
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება6018-2324-2930-3536 და მეტი
ქართული, როგორც მეორე ენა8526-3334-4243-5051 და მეტი
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები7021-2728-3435-4142 და მეტი
სპორტი7021-2728-3435-4142 და მეტი
მუსიკა7021-2728-3435-4142 და მეტი
პროფესიული უნარები7021-2728-3435-4142 და მეტი
წაიკითხეთ სრულად