Baby Bag

„ძალიან მიჭირს პროფესიიდან გასვლა. ვერც კი წარმომიდგენია, რომ კლასში შესვლა აღარ მომიწევს...“

„ძალიან მიჭირს პროფესიიდან გასვლა. ვერც კი წარმომიდგენია, რომ კლასში შესვლა აღარ მომიწევს...“

ელეონორა (ელიკო) ქუთათელაძე პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ინგლისურ ენას ასწავლის. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„უნივერსიტეტის მერხიდან პირდაპირ სკოლაში შემოვედი. არ მქონდა დიდი ხნით დარჩენა გადაწყვეტილი, თუმცა შემოვდგი ფეხი თუ არა, ისე შემიყვარდნენ ჩემი მოსწავლეები, ისე მომეწონა ჩემი პროფესია, რომ დარჩენა გადავწყვიტე. სწორედ ამ სიყვარულმა გამაძლებინა დღემდე სკოლაში და ეს სიყვარული მაცოცხლებს. ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ამ წლების განმავლობაში ურთიერთობა მქონდა ძალიან ბევრ კარგ ახალგაზრდასთან, ინტელექტუალურ ბავშვებთან.

კარგი მასწავლებელი ბავშვის მეგობარი უნდა იყოს. მათში მოვალეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გააღვიძოს, რაც, საბოლოოდ, მათ პიროვნებად და მოქალაქედ ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

ძალიან მიჭირს პროფესიიდან გასვლა. ვერც კი წარმომიდგენია, რომ კლასში შესვლა აღარ მომიწევს. სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემამ დაფასებულად მაგრძნობინა თავი და პროფესიიდან გასვლა გამიადვილა,“ - აღნიშნა ელეონორა ქუთათელაძემ. 

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ უნდა მოიქცნენ ის მასწავლებლები, რომლებიც ზაფხულის გამოცდებზე საკმარის კრედიტქულას ვერ მიიღებენ

როგორ უნდა მოიქცნენ ის მასწავლებლები, რომლებიც ზაფხულის გამოცდებზე საკმარის კრედიტქულას ვერ მიიღებენ

რო­გორ გეგ­მავს ცენ­ტ­რი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას და რა­ზე აკე­თებს მთა­ვარ გათ­ვ­ლას, ამის შე­სა­ხებ ​„ახალ განათლებას“ ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ბე­რი­კა შუ­კა­კი­ძე ესაუბრა.

„ვიდ­რე ახა­ლი სის­ტე­მა და­ი­ნერ­გე­ბა, არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, 2019 წლის ბო­ლომ­დე, მას­წავ­ლებ­ლებს სქე­მით გან­საზღ­ვ­რუ­ლი ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ. ზაფხუ­ლის გა­მოც­დე­ბის შემ­დეგ კი, ვინც ვერ აიღებს საკ­მა­რის კრე­დიტ­ქუ­ლას სტა­ტუ­სის შე­საც­ვ­ლე­ლად, მას წლის ბო­ლომ­დე შე­ეძ­ლე­ბა, სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბის ხარ­ჯ­ზე გა­აგ­რ­ძე­ლოს კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის შევ­სე­ბა,“ - აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ.
 
ზაფხუ­ლის გა­მოც­დე­ბის გარ­და, დე­კემ­ბ­რის ბო­ლომ­დე, ხომ არ იგეგ­მე­ბა კი­დევ გა­მოც­დის და­ნიშ­ვ­ნა? - ამის შე­სა­ხებ ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ამ­ბობს, რომ მხოლოდ ერთხელ ჩატარდება გამოცდა:

„როგორც ცნობილია, მხო­ლოდ ერ­თხელ ჩა­ტარ­დე­ბა გა­მოც­და. და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით კი შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ წლის ბო­ლომ­დე მას­წავ­ლებ­ლე­ბი შეძ­ლე­ბენ კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის მოგ­რო­ვე­ბას არ­სე­ბუ­ლი სქე­მის აქ­ტი­ვო­ბე­ბის მი­ხედ­ვით. სტა­ტუ­სე­ბის მი­ნი­ჭე­ბა კი, შე­სა­ბა­მი­სად, ეტა­პობ­რი­ვად წლის ბო­ლომ­დე მოხ­დე­ბა,“ - დასძინა ბერიკა შუკაკიძემ.  

წაიკითხეთ სრულად