Baby Bag

შევიდა თუ არა მასწავლებელთა გამოცდის საკითხებში ცვლილებები

შევიდა თუ არა მასწავლებელთა გამოცდის საკითხებში ცვლილებები

შევიდა თუ არა მასწავლებელთა გამოცდის საკითხებში ცვლილებები? - აღნიშნულ კითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ უპასუხა. მისი განმარტებით, განსაკუთრებული სიახლეები მასწავლებელთა გამოცდის ფორმატში და შინაარსში არ არის შესული:

„პროგრამები ჩვენს ვებგვერდზე დევს. განსაკუთრებული სიახლეები მასწავლებელთა გამოცდის ფორმატში და შინაარსში არ გვაქვს. რაც შეეხება ბარიერს, ეს არის მინიმალური კომპეტენციის დადასტურება და მასწავლებელს შეუძლია დააგროვოს 1, 4 ან 7 კრედიტი ისევე, როგორც ადრე იყო. მასწავლებლებს უწევთ ორი ტესტის ჩაბარება - უნარების და საგნობრივის. პრაქტიკოს მასწავლებლებს შეუძლიათ ერთიც ჩააბარონ და მეორეც, მაგრამ პროფესიაში შემომსვლელები აბარებენ მხოლოდ საგნობრივ გამოცდას,“ - დასძინა სოფო გორგოძემ.

შეიძლება დაინტერესდეთ

ინგლისურის მასწავლებელი საჩხერიდან, რომელმაც ინგლისურად მოსაუბრეთა საერთაშორისო კონკურსზე მსოფლიოს 90 მასწავლებელს შორის მეორე ადგილი დაიკავა

ინგლისურის მასწავლებელი საჩხერიდან, რომელმაც ინგლისურად მოსაუბრეთა საერთაშორისო კონკურსზე მსოფლიოს 90 მასწავლებელს შორის მეორე ადგილი დაიკავა

მაია ტყემალაძე ინგლისურის ენის მასწავლებელია საჩხერიდან. მან ინგლისურად მოსაუბრეთა საერთაშორისო კონკურსზე მსოფლიოს 90 მასწავლებელს შორის მეორე ადგილი დაიკავა. იხილეთ სიუჟეტი მაია ტყემალაძისა და მისი სწავლების მეთოდების შესახებ. 

წაიკითხეთ სრულად