„უმაღლესი ხარისხის ფქვილი, ყურში გვხვდება, რომ უმაღლესია. ეს რას ნიშნავს? ხორბალი არის მაქსიმალურად დაცეხვილი, გამოსულია მისგან ყველა ვიტამინი. პური, რომელიც უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან არის დამზადებული, არავითარ ვიტამინს არ შეიცავს და სასარგებლო არ არის.“
ავთანდილ ცეცხლაძის თქმით, პირველი ხარისხის ფქვილი გაცილებით სასარგებლოა:
„რაც შეეხება პირველი ხარისხის ფქვილს, ის უფრო მუქი და მსხვილმარცვლიანია. ასევე არის ცეხვილიც. ეს ნიშნავს, რომ ყველა ვიტამინი რაც ხორბალშია, შენარჩუნებულია. ამიტომაც არის ცეხვილ ნარევი პური უფრო არომატული.“
„უსაფუარო პური, რა თქმა უნდა, არსებობს. ასეთია არაქართული ლავაში. ის წყლისა და ფქვილის ბაზაზეა დამზადებული. საფუარი დიდად არ გვასუქებს, გააჩნია ზომა-წონას და მომზადების სწორ ტექნოლოგიას. მნიშვნელოვანია, რა რაოდენობით საფუარს ვუკეთებთ ერთ კილოგრამ ფქვილს,“ - აღნიშნულ საკითხზე ავთანდილ ცეცხლაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.
წყარო: „დილა ფორმულაზე“
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)