Baby Bag

განსხვავებული და ნოყიერი სადილი პატარებისთვის - ქათმის ხორცი კუსკუსით

განსხვავებული და ნოყიერი სადილი პატარებისთვის - ქათმის ხორცი კუსკუსით

დღეს MomsEdu.ge „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ 33-ე ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა თამარ ობგაიძემ მოამზადა ქათამი კუსკუსით, რომელიც თქვენს პატარებს 8 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ.

მოსამზადებლად გამოყენებულია:

  • ,​,ბიუ-ბიუს'' ქათმის ფილე - 50 გრ.
  • კუსკუსი - 100 გრ.
  • სტაფილო - 50 გრ.
  • ყაბაყი - 50 გრ.
  • ხახვი - 1 ნაჭერი (5-7 გრ)
  • ოხრახუში
  • დედის რძე ან ხელოვნური ნარევი
  • ზეითუნის ზეთი - 4-5 მლ.

მომზადების წესი იხილეთ ვიდეოში 👆

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეც​ეპტები

რა ასაკიდან მივცეთ ჩვილს კუსკუსი და რა მოვუმზადოთ?
​კუსკუსი ყველაზე პატარებისათვის - რა ასაკიდან მივცეთ ჩვილს კუსკუსი, - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე საკუთარ ბლოგზე​ წერს. გთავზობთ მის პოსტს:„საყვარელი სახელი აქვს - კუსკუსი. ფრანაგები კ...

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ გოგრის სუპს ამზადებთ, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ

 MomsEdu.ge „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა თამარ ობგაიძემ და მასტერშეფმა ნუცა სურგულაძემ მოამზადეს გოგრის სუპი, რომელიც 6-7 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ თქვენს პატარებს.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ქათმის ხორცი ან პლასმონის მზა პროდუქტი - 40-50გრ.
  • გოგრა - 150 გრ. 
  • კარტოფილი - 1ც. 
  • სტაფილო - 1ც.

მომზადების წესი კი ასეთია:

გათალეთ ბოსტნეული და დაჭერით კუბიკებად. აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ ბოსტნეული. მოხარშული ბოსტნეული დააბლენდერეთ. ბოსტნეულის ნახარში წყალი არ გადაღვაროთ, ის სუპის გასათხელებლად დაგჭირდებათ. დაბლენდერებულ და ბოსტნეულის წყლით გათხელებულ მასას დაამატეთ მოხარშული ქათმის ხორცი (არ გამოიყენოთ გაყინული ქათამი) ან პლასმონის მზა პროდუქტი. დაამატეთ ზეითუნის ზეთი და კერძიც მზადაა. 


წაიკითხეთ სრულად