Baby Bag

რომელი თვიდან შევთავაზოთ პატარებს ბატატის გემრიელი პიურე ხორცით?

რომელი თვიდან შევთავაზოთ პატარებს ბატატის გემრიელი პიურე ხორცით?

დღეს MomsEdu.ge „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ 27-ე ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა თამარ ობგაიძემ მოამზადა ბატატი ყაბაყით და ინდაურის ხორცით, რომელიც თქვენს პატარებს 7 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ.

კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ყაბაყი - 50 გრ;
  • ბატატი - 80 გრ;
  • ინდაურის ხორცი - 30-50 გრ;
  • დედის რძე ან ხელოვნური ნარევი;
  • ზეითუნის ზეთი - 4-5 მლ;

მოზრდილებმა შეგიძლიათ, კერძს დაუმატოთ ,,ოჯახურის'' სუნელები და გემრიელად მიირთვათ.

მომზადების წესი იხილეთ ვიდეოში 👆

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო​ რეცეპტები

რატომ არის სასარგებლო ბატატი პატარებისათვის?
რატომ არის სასარგებლო ბატატი პატარებისათვის? - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:„საიდან მოვიდა ბატატი?ბატატი და ჩვეულებრივი კარტოფილი ერთმანეთს ძალიან...

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ გოგრის სუპს ამზადებთ, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ

 MomsEdu.ge „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა თამარ ობგაიძემ და მასტერშეფმა ნუცა სურგულაძემ მოამზადეს გოგრის სუპი, რომელიც 6-7 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ თქვენს პატარებს.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ქათმის ხორცი ან პლასმონის მზა პროდუქტი - 40-50გრ.
  • გოგრა - 150 გრ. 
  • კარტოფილი - 1ც. 
  • სტაფილო - 1ც.

მომზადების წესი კი ასეთია:

გათალეთ ბოსტნეული და დაჭერით კუბიკებად. აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ ბოსტნეული. მოხარშული ბოსტნეული დააბლენდერეთ. ბოსტნეულის ნახარში წყალი არ გადაღვაროთ, ის სუპის გასათხელებლად დაგჭირდებათ. დაბლენდერებულ და ბოსტნეულის წყლით გათხელებულ მასას დაამატეთ მოხარშული ქათმის ხორცი (არ გამოიყენოთ გაყინული ქათამი) ან პლასმონის მზა პროდუქტი. დაამატეთ ზეითუნის ზეთი და კერძიც მზადაა. 


წაიკითხეთ სრულად