Baby Bag

„ბავშვს, რომელიც დილით არ საუზმობს, ხშირად აქვს ყურადღების დეფიციტი“ - როგორ მოვუმზადოთ შვილებს სასარგებლო და ნოყიერი საუზმე

დღეს MomsEdu.ge „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მე-20 ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა თამარ ობგაიძემ და მასტერშეფმა ნუცა სურგულაძემ მოამზადეს გემრიელი, სასარგებლო და ნოყიერი საუზმე, რომლის მომზადება უფროსკლასელებს თავადაც მარტივად შეუძლიათ.

კაკაოს სმუზის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • შვრიის ფანტელი
  • ბანანი
  • თაფლი
  • რძე
  • კაკაო

მომზადების წესი კი ასეთია:

წყალში მოხარშეთ შვრია. მოადუღეთ კაკაო რძესთან ერთად. გადაიტანეთ დასაბლენდერებელ ჭურჭელში. დაამატეთ მოხარშული შვრია და ბანანი, შეგრილების შემდეგ კი - 1 ჩ.კ. თაფლი. 

ომლეტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • კვერცხი
  • ხაჭო
  • რძე

მომზადების წესი კი ასეთია:

ხაჭოს დაამატეთ რძე და ათქვიფეთ. მიღებულ მასას დაამატეთ კვერცხი და ისევ ათქვიფეთ. ტაფას წაუსვით მცირე რაოდენობის ზეითუნის ზეთი და დაასხით ათქვეფილი მასა. საშუალო ცეცხლზე დაელოდეთ 3-4 წუთი. ომლეტიც მზადაა. 


არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეც​ეპტები

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ გოგრის სუპს ამზადებთ, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ

 MomsEdu.ge „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა თამარ ობგაიძემ და მასტერშეფმა ნუცა სურგულაძემ მოამზადეს გოგრის სუპი, რომელიც 6-7 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ თქვენს პატარებს.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ქათმის ხორცი ან პლასმონის მზა პროდუქტი - 40-50გრ.
  • გოგრა - 150 გრ. 
  • კარტოფილი - 1ც. 
  • სტაფილო - 1ც.

მომზადების წესი კი ასეთია:

გათალეთ ბოსტნეული და დაჭერით კუბიკებად. აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ ბოსტნეული. მოხარშული ბოსტნეული დააბლენდერეთ. ბოსტნეულის ნახარში წყალი არ გადაღვაროთ, ის სუპის გასათხელებლად დაგჭირდებათ. დაბლენდერებულ და ბოსტნეულის წყლით გათხელებულ მასას დაამატეთ მოხარშული ქათმის ხორცი (არ გამოიყენოთ გაყინული ქათამი) ან პლასმონის მზა პროდუქტი. დაამატეთ ზეითუნის ზეთი და კერძიც მზადაა. 


წაიკითხეთ სრულად