Baby Bag

როგორ მოვამზადოთ ჯანსაღი და გემრიელი პიურე ბარდით, ბოსტნეულითა და ინდაურის ხორცით - 6-7 თვიდან

დღეს ოთხშაბათია და MomsEdu.ge „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მე-15 ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა და მასტერშეფის დედამ, ნინა პერტენავამ მოამზადეს პიურე ბარდით, ბოსტნეულითა და ინდაურის ხორცით, რომელიც 6-7 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ თქვენს პატარებს.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ინდაურის ხორცი ან პლასმონის მზა პროდუქტი - 50 გრ.
  • მწვანე ბარდა (2 სუფრის კოვზი)
  • სტაფილო - 1 ცალი
  • კარტოფილი - 2 ც. პატარა
  • ოხრახუში 
  • ხახვი - პატარა 
  • ზეითუნის ზეთი - 5 გრ. 
  • რძე (დედის ან ხელოვნური ნარევი)


​მომზადების წესი კი ასეთია:

გაასუფთავეთ ბოსტნეული (კარტოფილი, სტაფილო, ხახვი), დაჭერით კუბიკებად და მოხარშეთ. ბოსტნეულის მოხარშვამდე 7 წუთით ადრე ჩაამატეთ ბარდა და ოხრახუში. მოხარშული ბოსტნეული (მწვანილი და ხახვის გარდა) დააბლენდერეთ ჩოპერის ან ბლენდერის საშუალებით. დაბლენდერებული ბოსტნეული გაათხელეთ დედის რძით ან ხელოვნური ნარევით. დაამატეთ ინდაურის ხორცი ან პლასმონის მზა პროდუქტი 50 გრ. და ზეითუნის ზეთი 5 გრ. 


იხილეთ ასევე 👇

„ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ 1-ლი ვიდეო - პომიდვრის სუპი🍅

„ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მე-2 ვიდეო - დესერტი 🍨

„ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მე-3 ვიდეო - ოსპის სუპი 🥣

„ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მე-4 ვიდეო - პასტა 🍝

„ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მე-5 ვიდეო - ისპანახი ქათმის ხორცით 🍵

„ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მე-6 ვიდეო - ბროკოლის პიურე🥦

„ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მე-7 ვიდეო - ყაბაყის პიურე 🥒

„ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მე-8 ვიდეო - წასახემსებელი ყაბზობის (შეკრულობის) მქონე ბავშვებისთვის🥣

„ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მე-9 ვიდეო - ყვავილოვანი კომბოსტოს პიურე🍲

„ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მე-10 ვიდეო - პასტა კურდღლის ხორცითა და ბოსტნეულით 🍝

„ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მე-11 ვიდეო - მაჭკატები და დესერტი 🥘 🥮

„ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მე-12 ვიდეო - თევზი 🐟

„ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მე-13 ვიდეო - ბანანი და ავოკადო 🍌🥑

„ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მე-14 ვიდეო - ​ავოკადოსა და მაწვნის ხემსი 🥑🥣

დედებო, ვისაც ​ბლენდერი ან ჩოპ​ერი გჭირდებათ, ონლაინ მაღაზია Familyshop.ge გთავაზობთ უმარტივეს სერვისს. ირჩევთ არნიკას ფირმის ხელის ბლენდერის კომპლექტს  ​Arnica Panna Set და კურიერი მას სახლში მოგიტანთ. ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ ონლაინ განვადებით.

რატომ უნდა მისცეთ ჩვილს მწვანე ბარდა?
რატომ უნდა მისცეთ ჩვილს მწვანე ბარდა, - აღნიშნულ თემაზე გთავაზობთ პედიატრი თამარ ობგაიძის ბლ​ოგს. „იმიტომ, რომ განსაკუთრებული ქიმიური შემადგენლობა აქვს:შეიცავს A,K, C, B1, ვიტამინებს, ბ...