Baby Bag

პატარების საყვარელი კერძი - პასტა კურდღლის ხორცითა და ბოსტნეულით

დღეს პარასკევია და MomsEdu.ge პედიატრ თამარ ობგაიძესა და „მასტერშეფის“ გამარჯვებულ ნუცა სურგულაძესთან ერთად ახალი პროექტის - „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მე-10 ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა და მასტერშეფმა მოამზადეს პასტა კურდღლის ხორცითა და ბოსტნეულის სოუსით, რომელიც 10 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ თქვენს პატარებს.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • კურდღლის ხორცი ან პლასმონის მზა პროდუქტი
  • პლასმონის პასტა 
  • ყაბაყი (ნახევარი)
  • სტაფილო (ნახევარი)
  • ხახვი (ნახევარი)
  • ნიორი
  • ოხრახუში
  • ზეითუნის ზეთი


მომზადების წესი კი ასეთია:

გარეცხეთ, გათალეთ და დაჭერით ბოსტნეული, დაასხით მდუღარე წყალი და მოხარშეთ დარბილებამდე. მოხარშული ბოსტნეული  - ყაბაყი და სტაფილო (ხახვის, ნიორის და ოხრახუშის გარდა) დააბლენდერეთ.

ცალკე მოხარშეთ 2 სუფრის კოვზი პლასმონის პასტა. პასტას მოსახარშად დასჭირდება 9 წუთი. 

დაბლენდერებულ ბოსტნეულს დაამატეთ მოხარშული და დაბლენდერებული კურდღლის ხორცი ან პლასმონის მზა პროდუქტი 50 გრ. მოასხით 5 მლ. ზეითუნის ზეთი და შეურიეთ ერთმანეთს. დაამატეთ მოხარშული პასტა და კიდევ ერთხელ აურიეთ, კერძი მზადაა. 

„ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ 1-ლი ვიდეო - პომიდვრის სუპი🍅

„ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მე-2 ვიდეო - დესერტი 🍨

„ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მე-3 ვიდეო - ოსპის სუპი 🥣

„ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მე-4 ვიდეო - პასტა 🍝

„ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მე-5 ვიდეო - ისპანახი ქათმის ხორცით 🍵

„ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მე-6 ვიდეო - ბროკოლის პიურე🥦

„ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მე-7 ვიდეო - ყაბაყის პიურე 🥒

,,ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მე-8 ვიდეო - წასახემსებელი ყაბზობის (შეკრულობის) მქონე ბავშვებისთვის🥣

,,ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მე-9 ვიდეო - ყვავილოვანი კომბოსტოს პიურე🍲

შემდეგი ვიდეოსახელმძღვანელოს ხილვა ისევ MomsEdu.ge-ზე შეგეძლებათ, პედიატრი და მასტერშეფი მორიგ ჯანსაღ და გემრიელ საკვებს ოთხშაბათს შემოგთავაზებენ. რამდენად კმაყოფილები დარჩებიან თქვენი პატარები, კომენტარებში გაგვიზიარეთ

კურდღლის ხორცი თუ დღემდე არ მიგიციათ პატარასთვის, შეგიძლიათ დღეიდან თამამად გაასინჯოთ
პედიატრი ​თამარ ობგაიძე კურდღლის ხორცის სასარგებლო თვისებებეზე საუბრობს და მშობლებს გემრიელ რეცეპტსაც სთავაზობს. როგორც პედიატრი აღნიშნავს, კურდღლის ხორცის ცილოვანი შემადგენლობა უნიკალუ...

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ გოგრის სუპს ამზადებთ, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ

 MomsEdu.ge „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა თამარ ობგაიძემ და მასტერშეფმა ნუცა სურგულაძემ მოამზადეს გოგრის სუპი, რომელიც 6-7 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ თქვენს პატარებს.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ქათმის ხორცი ან პლასმონის მზა პროდუქტი - 40-50გრ.
  • გოგრა - 150 გრ. 
  • კარტოფილი - 1ც. 
  • სტაფილო - 1ც.

მომზადების წესი კი ასეთია:

გათალეთ ბოსტნეული და დაჭერით კუბიკებად. აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ ბოსტნეული. მოხარშული ბოსტნეული დააბლენდერეთ. ბოსტნეულის ნახარში წყალი არ გადაღვაროთ, ის სუპის გასათხელებლად დაგჭირდებათ. დაბლენდერებულ და ბოსტნეულის წყლით გათხელებულ მასას დაამატეთ მოხარშული ქათმის ხორცი (არ გამოიყენოთ გაყინული ქათამი) ან პლასმონის მზა პროდუქტი. დაამატეთ ზეითუნის ზეთი და კერძიც მზადაა. 


წაიკითხეთ სრულად