MomsEdu.ge პედიატრ თამარ ობგაიძესა და „მასტერშეფის“ გამარჯვებულ ნუცა სურგულაძესთან ერთად პროექტ „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მორიგ ვიდეოს გთავაზობთ.
ამჯერად პედიატრმა და მასტერშეფმა მოამზადეს ყაბაყის პიურე, რომელიც 6 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ თქვენს პატარებს.
ამ კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ყაბაყი
რძე
ზეითუნის ზეთი - 5 მლ.
მისი მომზადების წესი კი ასეთია:
გარეცხილი და გათლილი ყაბაყი დაჭერით და მოათავსეთ ადუღებულ წყალში. მოხარშეთ დაახლოებით 7-10 წუთი. ვიტამინების შესანარჩუნებლად უმჯობესია, თუ ორთქლზე მოხარშავთ. თუ ჩვეულებრივ წყალში ხარშავს გადაწყვეტთ, სჯობს, დაჭრილი ყაბაყი ადუღებულ წყალში ჩაყაროთ ისე, რომ დაიფაროს. ამ გზით ვიტამინებს დაშლისაგან გადარჩენთ.მოხარშულ ყაბაყს დაამატეთ დედის რძე ან ხელოვნური ნარევი და დააბლენდერეთ. მიღებულ მასას დაამატეთ 5 მლ. ზეითუნის ზეთი და პიურეც მზადაა!
გააზიარეთ პოსტი
შემდეგი ვიდეოსახელმძღვანელოს ხილვა ისევ MomsEdu.ge-ზე შეგეძლებათ, პედიატრი და მასტერშეფი მორიგ ჯანსაღ და გემრიელ საკვებს პარასკევს შემოგთავაზებენ. რამდენად კმაყოფილები დარჩებიან თქვენი პატარები, კომენტარებში გაგვიზიარეთ
თუ გოგრის სუპს ამზადებთ, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ
MomsEdu.ge„ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ ვიდეოს გთავაზობთ.
ამჯერად პედიატრმა თამარ ობგაიძემ და მასტერშეფმა ნუცა სურგულაძემ მოამზადეს გოგრის სუპი, რომელიც 6-7 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ თქვენს პატარებს.
მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ქათმის ხორცი ან პლასმონის მზა პროდუქტი - 40-50გრ.
გოგრა - 150 გრ.
კარტოფილი - 1ც.
სტაფილო - 1ც.
მომზადების წესი კი ასეთია:
გათალეთ ბოსტნეული და დაჭერით კუბიკებად. აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ ბოსტნეული. მოხარშული ბოსტნეული დააბლენდერეთ. ბოსტნეულის ნახარში წყალი არ გადაღვაროთ, ის სუპის გასათხელებლად დაგჭირდებათ. დაბლენდერებულ და ბოსტნეულის წყლით გათხელებულ მასას დაამატეთ მოხარშული ქათმის ხორცი (არ გამოიყენოთ გაყინული ქათამი) ან პლასმონის მზა პროდუქტი. დაამატეთ ზეითუნის ზეთი და კერძიც მზადაა.