Baby Bag

ბროკოლის ჯანსაღი პიურეს მოსამზადებლად სულ 3 ინგრედიენტი დაგჭირდებათ

MomsEdu.ge პედიატრ თამარ ობგაიძესა და „მასტერშეფის“ გამარჯვებულ ნუცა სურგულაძესთან ერთად ახალი პროექტის - „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მორიგ ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა და მასტერშეფმა მოამზადეს ბროკოლის პიურე, რომელიც ბუნებრივი კვების დროს (პირველი დამატებითი საკვები) 5-6 თვიდან, ხოლო ხელოვნური კვებისას 4,5-5 თვიდან შეგიძლიათ გაასინჯოთ თქვენს პატარებს.

ამ კერძის მოსამზადებლად სულ სამი ინგრედიენტი დაგჭირდებათ:

  • ბროკოლი
  • რძე
  • ზეითუნის ზეთი - 1 ჩ.კ

მისი მომზადების წესი კი ასეთია:

გარეცხილი ბროკოლი მოათავსეთ ადუღებულ წყალში და მოხარშეთ (დაახლოებით 5-7 წუთი). ასევე გამოიყენეთ ბროკოლის ღერო, რომლის მოხარშავს უფრო მეტი დრო - 10-12 წუთი სჭირდება. მოხარშულ ბროკოლს დაამატეთ დედის რძე ან ხელოვნური ნარევი და 1 ჩ.კ ზეითუნის ზეთი. დააბლენდერეთ ყველაფერი ერთად და პიურე მზადაა.

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო​ რეცეპტები

ამ სტატიიდან ბროკოლის შესახებ ყველა კითხვაზე მიიღებთ პასუხს
​ბროკოლი - მწვანე ყვავილოვანი კომბოსტო რომაული წარსულით. რა ასაკიდან მივცეთ ჩვილებს, - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:„ქრისტეშობამდე მე-6 საუკუნეში...

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ გოგრის სუპს ამზადებთ, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ

 MomsEdu.ge „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა თამარ ობგაიძემ და მასტერშეფმა ნუცა სურგულაძემ მოამზადეს გოგრის სუპი, რომელიც 6-7 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ თქვენს პატარებს.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ქათმის ხორცი ან პლასმონის მზა პროდუქტი - 40-50გრ.
  • გოგრა - 150 გრ. 
  • კარტოფილი - 1ც. 
  • სტაფილო - 1ც.

მომზადების წესი კი ასეთია:

გათალეთ ბოსტნეული და დაჭერით კუბიკებად. აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ ბოსტნეული. მოხარშული ბოსტნეული დააბლენდერეთ. ბოსტნეულის ნახარში წყალი არ გადაღვაროთ, ის სუპის გასათხელებლად დაგჭირდებათ. დაბლენდერებულ და ბოსტნეულის წყლით გათხელებულ მასას დაამატეთ მოხარშული ქათმის ხორცი (არ გამოიყენოთ გაყინული ქათამი) ან პლასმონის მზა პროდუქტი. დაამატეთ ზეითუნის ზეთი და კერძიც მზადაა. 


წაიკითხეთ სრულად