MomsEdu.ge
ამჯერად პედიატრმა და მასტერშეფმა მოამზადეს ბროკოლის პიურე, რომელიც ბუნებრივი კვების დროს (პირველი დამატებითი საკვები) 5-6 თვიდან, ხოლო ხელოვნური კვებისას 4,5-5 თვიდან შეგიძლიათ გაასინჯოთ თქვენს პატარებს.
ამ კერძის მოსამზადებლად სულ სამი ინგრედიენტი დაგჭირდებათ:
- ბროკოლი
- რძე
- ზეითუნის ზეთი - 1 ჩ.კ
მისი მომზადების წესი კი ასეთია:
გარეცხილი ბროკოლი მოათავსეთ ადუღებულ წყალში და მოხარშეთ (დაახლოებით 5-7 წუთი). ასევე გამოიყენეთ ბროკოლის ღერო, რომლის მოხარშავს უფრო მეტი დრო - 10-12 წუთი სჭირდება. მოხარშულ ბროკოლს დაამატეთ დედის რძე ან ხელოვნური ნარევი და 1 ჩ.კ ზეითუნის ზეთი. დააბლენდერეთ ყველაფერი ერთად და პიურე მზადაა.
არ დაგავიწყდეთ !!!
დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები