Baby Bag

ამ 3 ინგრედიენტისგან თქვენს პატარას გემრიელ და ჯანსაღ დესერტს 2 წუთში მოუმზადებთ

MomsEdu.ge პედიატრ თამარ ობგაიძესა და „მასტერშეფის“ გამარჯვებულ ნუცა სურგულაძესთან პროექტის - „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მორიგ გთავაზობთ. 

ამჯერად პედიატრმა და მასტერშეფმა მოამზადეს ჯანსაღი, გემრიელი და ვიზუალურად მიმზიდველი დესერტი - იოგურტი, რომელიც 8 თვიდან, კვებებს შორისშეგიძლიათ მისცეთ თქვენს პატარებს.

დესერტი (წასახემსებელი), სამი ინგრედიენტისგან შედგება:

  • ნადუღი - 50 გრ. 
  • გარგარი - 1 ცალი
  • ალუბალი - 4 ცალი
მისი მომზადების წესი კი ასეთია:

კარგად გარეცხეთ ხილი - გარგარს გააცალეთ კანი, ალუბალს კურკები. ინგრედიენტები (გარგარი, ალუბალი და ნადუღი) ერთ ჯამში მოათავსეთ და დააბლენდერეთ. დაბლენდერების შემდეგ გადაიტანეთ თქვენი შვილის საყვარელ ჭურჭელში და შესთავაზეთ პატარას. 

„ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ პირველი ვიდეო  - ​პომიდვრის სუპი 🍅

შემდეგი ვიდეოსახელმძღვანელოს ხილვა ისევ MomsEdu.ge-ზე შეგეძლებათ, პედიატრი და მასტერშეფი მორიგ ჯანსაღ და გემრიელ საკვებს პარასკევს შემოგთავაზებენ. რამდენად კმაყოფილები დარჩებიან თქვენი პატარები, კომენტარებში გაგვიზიარეთ👇

,,ნამდვილი საზაფხულო ხილია გარგარი - მზისფერი, ბევრი წყლით და სასარგებლო ნუტრიენტებით'' -...
რატომ და რა ასაკიდან უნდა მისცეთ პატარებს გარგარი? - აღნიშნულ თემაზე ​პედიატრი თამარ ობგაიძე საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:,,ნამდვილი საზაფხულო ხილია გარგარი - მზისფერ...
რომელი თვიდან შევთავზოთ ბავშვს ალუბალი და რასთან ერთად მივცეთ?
​რომელი თვიდან შევთავზოთ ბავშვს ალუბალი და რასთან ერთად მივცეთ? - ამ თემებზე პედიატრი ​თამარ ობგაიძე საკუთარ ბლოგზე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:„ალუბალი - არომატული და სასარგ...

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ გოგრის სუპს ამზადებთ, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ

 MomsEdu.ge „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა თამარ ობგაიძემ და მასტერშეფმა ნუცა სურგულაძემ მოამზადეს გოგრის სუპი, რომელიც 6-7 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ თქვენს პატარებს.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ქათმის ხორცი ან პლასმონის მზა პროდუქტი - 40-50გრ.
  • გოგრა - 150 გრ. 
  • კარტოფილი - 1ც. 
  • სტაფილო - 1ც.

მომზადების წესი კი ასეთია:

გათალეთ ბოსტნეული და დაჭერით კუბიკებად. აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ ბოსტნეული. მოხარშული ბოსტნეული დააბლენდერეთ. ბოსტნეულის ნახარში წყალი არ გადაღვაროთ, ის სუპის გასათხელებლად დაგჭირდებათ. დაბლენდერებულ და ბოსტნეულის წყლით გათხელებულ მასას დაამატეთ მოხარშული ქათმის ხორცი (არ გამოიყენოთ გაყინული ქათამი) ან პლასმონის მზა პროდუქტი. დაამატეთ ზეითუნის ზეთი და კერძიც მზადაა. 


წაიკითხეთ სრულად