Baby Bag

არ იცით როგორ შეაყვაროთ შვილს ბოსტნეული და ხილი - ქართველი დედის საოცარი მიგნება

არ იცით როგორ შეაყვაროთ შვილს ბოსტნეული და ხილი -  ქართველი დედის საოცარი მიგნება

თუ ბოსტნეული და ხილი არც თქვენს შვილს უყვარს და სასარგებლო პროდუქტების მიღება დიდ თავისტკივილთანაა დაკავშირებული, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. ქართველი დედის საოცარ მიგნებას გაგიზიარებთ, რომელმაც ბავშვისთვის საკვები საინტერესო და მომხიბვლელი გახადა.


ყველაფერი სამი წლის წინ დაიწყო, როდესაც თეა კუპრაშვილის შვილი, ნიკოლოზი 4 წლის იყო: 

„ერთი ბიჭი მყავს ნიკოლოზი, გერმანიაში ვცხოვრობთ უკვე 18 წელია, ნიკოლოზი 7 წლისაა და, შესაბამისად, აქ დაიბადა. 3 წლის წინ საბავშვო ბაღში დავიწყე მუშაობა და ჩემი ბოლო საკურსოს თემა სწორად კვება შევარჩიე სახელად - „როგორ გავხადოთ საკვები ბავშვისთვის საინტერესო“. 

აქედან დაიწყო მთელი იდეების ორომტრიალი, ჩემი შვილი ხელს მიწყობდა და მასზე ვატარებდი ცდებს ანუ რას ვგულისხმობ, შედარებებს ვაკეთებდი, სად მთლიანი ვაშლის მიჩეჩება ხელში და სად ლამაზი ყვავილის გაკეთება ვაშლისგან, რომელსაც ჯერ ყლორტს მოაჭამდა, მერე ფოთლებს და ბოლოს ყვავილს. 

ამასობაში გამოდიოდა, რომ არა მარტო ვაშლს, არამედ იქ გამოყენებული 4-5 სახეობის ხილს მიირთმევდა ისე, რომ არც აპროტესტებდა.

ასე ხდებოდა ბოსტნეულის შემთხვევაშიც, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბულგარული, სტაფილო და თითქმის ყველა ბოსტნეული შევაყვარე,“ - გვიყვება თეა.

 

 

როგორც ქართველი დედა აღნიშნავს, მისი გამოცდილება ამართლებს, რადგან არ არებობს კერძი, რომელსაც ნიკოლოზი არ ჭამს:

„აქ ერთი „ოქროს წესი“ გვაქვს, რაც არ უნდა დაუდო ბავშვს უნდა გასინჯოს, თუნდაც ერთხელ მაინც უნდა დაღეჭოს და გაიგოს გემო, ვინაიდან ბევრი ბავშვი შეხედვიდანვე ამბობს უარს გარკვეულ საკვებზე და არც იციან რა გემო აქვს, ამიტომ ვასინჯებთ და თუ მერე თქვა, რომ მაინც არ მოეწონა, უფლება აქვს, აღარ ჭამოს და დაძალება გამორიცხულია. ბევრჯერ გასინჯვის სისტემა ჭრის და ისე მოსწონებია ჩემს შვილს ესა თუ ის პროდუქტი, რომ უღიარებია მართლა რა გემრიელი ყოფილაო.

ეს ჩემი გამოცდილებაა და ვხედავ ამართლებს, არ არსებობს კერძი რომ ჩემი შვილი არ ჭამდეს, უხარია მას ეს სასაცილო ფიგურები და მიხარია მეც მისი გაბრწყინებული თვალები და ამიტომ ვიცი, რომ ვიზუალი დიდ როლს თამაშობს, ამიტომ უბრალო სადილიც კი ჩვენთან დეკორატიული ნიმუშია, თავისი გაწყობის ხელოვნებით და ჭურჭლის შერჩევით,“ - ამბობს თეა კუპრაშვილი.

იხილეთ ქართველი დედის კულინარიული შედევრები:

 

 

 

 

 

 

თქვენ რა ხერხს მიმართავთ, რომ შვილმა ხილი და ბოსტნეული მიირთვას? თქვენი გამოცდილება კომენტარებში გაგვიზიარეთ...