Baby Bag

რატომ უნდა მოამზადოთ საოჯახო საკვები ბავშვებთან ერთად?

რატომ უნდა მოამზადოთ საოჯახო საკვები ბავშვებთან ერთად?

რატომ უნდა მოამზადოთ საოჯახო საკვები ბავშვებთან ერთად, - ამის შესახებ პედიატრი თამარ ობგაიძე საუბრ​ობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„აქციეთ საოჯახო საჭმლის კეთება სახალისოდ და სასარგებლოდ თქვენი შვილებისათვის. არა, ეს მხოლოდ გასართობი არ არის. აი, რა სიკეთე შეიძლება მოგიტანოთ ამ პრაქტიკამ:

  • თქვენ შეგიძლიათ გააცნოთ და შეაყვაროთ ბავშვს ჯანმრთელი პროდუქტები, რომლებიც ხშირად ისეთი გემრიელი ვერაა, როგორც საყვარელი ნუგბარი, მაგრამ თუ თქვენ ადრეული ასაკიდან გააცნობთ სასარგებლო პროდუქტს პატარას, დიდი ალბათობით ის ამ საკვებს შეიყვარებს.
  • ​ახალი საკვების მომზადება ახლის შემეცენების სახალისო პროცესია - მოუყევით ბავშვს ამა თუ იმ პროდუქტის ისტორია - საიდანაა, როგორ მოჰყავთ. ზღაპარივით შეგიძლიათ უამბოთ აცტეკების ამბავი, ბოსტნეულის დიდი ნაწილი ხომ სწორედ ამ ტომების უძველესი სამზრეულოს ნაწილია.
  • სამზარეულოს საქმეებში ჩართული ბავშვი ბევრს იგებს ოჯახის ტრადიციებაზე - რა საკვებს ანიჭებთ უპირატესობას, როგორი წესით ამზადებთ და თუ ამას ოჯახური ერთობლივი სადილ-ვახშამიც ემატება, ბავშვი თავიდანვე ითვისებს ამ ტრადიციებს.
  • ასაკის მატებასთან ერთად ბავშვი საკვების მომზადების ელემენტარულ უნარ-ჩვევებსაც სწავლობს, რაც ძალიან გამოადგება დამოუკიდებელად ცხოვრებისას.
  • ​საკვების მომზადება ხშირად სახალისო მათემატიკასაც გულისხმებს - თქვენ ხომ მასთან ერთად ითვლით, წონით ან ზომავთ სხვადასხვა პროდუქტს

  • ​სამზარეულოში ფუსფუსი მშვენიერი გართობაა და შემეცნებითი თამაშია - პატარა ამ დროს ახალ სიტყვებსაც ისწავლის, თუ ხშირად გაუმეორებთ ამა თუ იმ პროდუქტის თუ საოჯახო ნივთის დასახელებას

  • არ დაგავიწყდეთ უსაფრთხოება - ბავშვს ასაკის შესაბამისი დავალებები უნდა მისცეთ და არ მისცეთ საშუალება, მიაწვდეს ბასრ იარაღებს.
  • დაავალეთ, მოგაწოდოთ ესა თუ ის პროდუქტი, ჩაყაროს დაჭრილი პროდუქტები ქვაბში. ნარჩენები კი სანაგვე ურნაში მოათავსოს, მიეცით ცომის ნაჭერი. მოკლედ, დაასაქმეთ უსაფრთხოდ.


დაბოლოს, საკვების მომზადება ბავშვთან ერთად გატარებული სასიამოვნო წუთებია. არაფერი შეედრება შვილთან ერთად გატარებულ მხიარულ წუთებს,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

შევთავაზოთ თუ არა ბავშვს სწრაფი მომზადების სუპები

შევთავაზოთ თუ არა ბავშვს სწრაფი მომზადების სუპები

შევთავაზოთ თუ არა ბავშვს სწრაფი მომზადების სუპები, - ამ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

​„ხდება ხოლმე ასე - უცებ სადილი არ გვაქვს, გამოსავლი კი სასწრაფოდ მოსაძებნია. გამოსავლი ხშირად სწრაფი კვების ობიექტების საკვები ან სულაც სწრაფი მომზადების სუპია. რატომღაც გეგემრიელება და მარტივიცაა - ჩაყარე ჭურჭელში, ცხელი წყალი დაასხი და გემრიელი სადილიც მზადაა.

​მოდით, პირველ რიგში, განვიხილოთ, რა არის სწრაფი მომზადების სუპი? თავისთავად ცხადია, პროდუქტი, რომელსაც მხოლოდ ცხელი წყალი უნდა დაასხათ, მცირე ხნით დააყოვნოთ და მოურიოთ, სანამ თქვენამდე მოვიდოდა, უკვე დაამუშავეს თერმულადაც და ქიმიურადაც. დამუშავების პროცესში პროდუქტი იღებს საბოლოო ტექსტურასა და გემოს.

მართალია, პროდუქტის შეფუთავზე ჩამოთვლილია სხვადასხვა სასარგებლო ბოსტნეული, ხორცი, ხშირად ხორცის ნაცვლად სოიოა გამოყენებული, თუმცა ქიმიური და რამდენიმე სახის თერმული დამუშავების პროცესში მათში შემავალი სასარგებლო ნივთიერებათა დიდი ნაწილი სრულად იშლება და პრაქტიკულად მხოლოდ სრულიად უსარგებლო კალორიები გრჩებათ, რაც პირდაპირ კავშირშია გასუქებასთან.

პროდუქტის შემადგენლბში შემავალი ლაფშა წარმოების პროცესში ითვალსწინებს წინასწარ ფრიტიურში დამუშავებს, მრავალჯერადი წვის დროს წარმოქმნილი პროდუქტები კი ხშირად შეიცვენ მავნე ნივთირებებს, მათ შორის კანცეროგენებს.

სწრაფი მომზადების სუპები ხშირად შეიცავენ პალმის ზეთს, რომლის ხშირი მოხმარება ათეროსკლეროზის რისკს ქმნის, ხოლო მაშინ, როცა ის ნახევრადრაფინირებულია, სიმსივნური დაავადების გამოწვევი ხდება.

სწრაფი მომზადების სუპებს წარმოების პროცესში ემატება გემოს გამაძლიერებლები და კონსერვანტები.

ერთ-ერთი კონსერვანტი მარილია, რომელსაც ეს პროდუქტები დასაშვებზე უფრო დიდი რაოდენობით შეიცავას. ჭარბი მარილის მოხმარება კი პირდაპირ კავშირშია ნატრიუმის ბალანსის დარღვევასთან და სისხლის წნევის მატებასთან.

​მარილი არ არის ერთადერთი კონსერვანტი. გამოიყენება აგრეთევ ემულგირებული ცხიმოვანი ფხვნილები, შაქარი, გუარის ფისი და სხვა შემსაქელებელები.

მონოსოდიუმ გლუტამატი გამოიყენება, როგორც გემოს გამაძლიერებელი. ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტო ზოგადად არ მიიჩნევს ამ ნივთიერებას საფრთხისშემცველად, თუმცა მიიჩნევს, რომ მის შესახებ პროდუქტის შეფუთვაზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, რადგან იშვიათად მაინც არსებობს ამ ნივთიერებაზე გამოხატული გვერდითი ეფექტები, როგორიცაა თავის ტკივილი, სისუსტე, გულისრევა, ალერგიული რეაქციები.

მშრალ სუპებს აქვთ მაღალი გლიკემიური ინდექსი, რაც იმას ნიშნავს, რომ სწრაფად ხდება მათში შემავალი ნივთიერებების დაშლა და გლუკოზად გარდაქმნა, რაც იწვევს სისხლში შაქრის დონის მატებას, ასევე შიმშილის მალე აღმოცენებას. ხშირი მოხმრება ქმნის შაქრიანი დიაბეტის და სიმსუქნის განვითარების რისკს.

ამავდროულად, სწრაფი მომზადების სუპი შეიცავს შემასქელებლებს, უხშირესად სახამებელს, რაც ორგანიზმში იშლება მარტივ ნახშრწყლებად, რაც ზრდის გლუკოზის დონეს სისხლში.

წარმოების პროცესში ხშირად უმატებენ ტრანსცხიმებსაც, რაც სიმსივნური დაავადებების განვითარების ხელშემწყობი მიზეზი შეიძლება გახდეს.

ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა, აჭამოთ სწრაფი მოზადების სუპი თქვენს პატარას.“

წაიკითხეთ სრულად