დიეტოლოგები გვარწმუნებენ, რომ ბანანი, რომელსაც მუქი ფერის კანი აქვს, ორგანიზმზე სასარგებლოდ ზემოქმედებს. ნაკლებად მწიფე ბანანში დიდი რაოდენობით უხსნადი სახამებელი გვხვდება. ის წვრილ ნაწლავში ვერ გადამუშავდება. უხსნადი სახამებლის ფერმენტაცია მსხვილ ნაწლავში მიმდინარეობს. აღნიშნული პროცესი მეტეორიზმის განვითარებას უწყობს ხელს. მწიფე ბანანში სახამებლის უდიდესი ნაწილი შაქრად გარდაიქმნება, რის გამოც, ის არა მხოლოდ გემრიელი საჭმელია, არამედ საკვების ეფექტურად მონელებასაც უწყობს ხელს.
დღის განმავლობაში 1 გადამწიფებული ბანანიც რომ მიირთვათ, თქვენი იმუნიტეტი მნიშვნელოვნად გაძლიერდება. იაპონელი მკვლევარები გვარწმუნებენ, რომ აღნიშნულ პროდუქტში დიდი რაოდენობით ბოჭკო, C ვიტამინი, B ჯგუფის ვიტამინები, კალიუმი და ანტიოქსიდანტები გვხვდება. როდესაც მაღაზიაში ბანანის შეძენას გადაწყვეტთ, უპირატესობა მუქი შეფერილობის მქონე ბანანს მიანიჭეთ. შესაძლოა, მისი მირთმევა დიდ სიამოვნებას არ გგვრიდეთ, მაგრამ აღნიშნული პროდუქტი თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. შეგიძლიათ, გადამწიფებული ბანანი სხვადასხვა კერძში გამოიყენოთ. უმჯობესია, თუ ბანანს საუზმის მირთმევიდან ორი საათის შემდეგ ხემსის სახით მიიღებთ. არასდროს მიირთვათ ბანანი უზმოზე. საკუთარ ჯანმრთელობაზე თუ ზრუნავთ, ყოველთვის სწორად უნდა იკვებოთ.
მომზადებულია sovkusom.ru-ს მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთელობა