Baby Bag

რა ასაკიდან შევთავაზოთ ბავშვს სატაცური?

რა ასაკიდან შევთავაზოთ ბავშვს სატაცური?

სატაცური ანუ ასპარაგუსი - შეიძლება თუ არა და რა ასაკიდან შევთავაზოთ ის ბავშვს, - ამ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე ​წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„ამ გემრიელი, სასარგებლო მცენარის სეზონიც მოვიდა და როგორ არ მოგიყვეთ სატაცურზე?!

ვარაუდობენ, რომ მას ადამიანთან სამიათას წლიანი ისტორია აკავშირებს.ძველეგვიპტურ სურათებზე ხშირად ჩანს მისი გამოსახულება. ძველი ბერძნები მისი ტოტებით აფროდიტეს ქანადკებას ამკობდნენ, ახლადდაქორწინებულთა სარეცელს რთავდნენ, რაც მათი აზრით, ნაყოფიერებას და ოჯახის ბდნიერებას უწყობდა ხელს.

​შუა საუკუნეებში ევროპაში აფროდიზიაკად მონათლეს და ეკლესიამ მისი საკვებად გამოყენება აკრძალა. თუმცა შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა და მრავალი ქვეყნის სამზარეულოში დაიკვიდრა ადგილი, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულმა.

დღეს სატაცურზე მოგითხრობთ. საკვებად მისი 2 ფორმა გამოიყენება - თეთრი და მწვანე, ეს უკანასკენლი ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოში.

რატომ არის სასარგებლო სატაცური?

  • სატაცური მდიდარია A, B, C, PP ვიტამინებით.
  • შეიცავს დიდი რაოდენობით ამინომჟავებს, რაც აუცილებელია ცილების სინთეზისათვის. შეგასენებთ, ცილები უჯერდების მთავარი საშენი მასალაა და აუცილებელია მზარდი ორგანიზისათვის. სხვათა შორის, სწორედ ასპარაგუსის წვენიდან გამოყვეს პირველად ცილა ასპარაგინი.
  • შეიცავს დიდი რაოდენობით ფოსფორს და კალციუმს, რაც მნიშვნელოვანია ბავშვის ძვლოვანი ქსოვილის განვითარებისათვის.
  • შეიცავს ქლოროფილს, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა სისხლწარმოქმნისათვის.
  • შეიცავს უჯრედისს და ხელს უწყობს ნაწლავთა მოქმედებას, სასარგებლოა შეკრულობის პროფილაქტიკია და მკურნალობისათვის.
  • აქვს მსუბუქი შარდმდენი ეფექტი, ხელს უწყობს შარდოვანას, ნიტრატების, თავისუფალი რადიკალების გამოდევნას ორგანიზმიდან, რის გამოც აქტიურად გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების პოფილქტკისათვის, ✔️სასარგებლოა საშარდე და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. შეუცვლელია ორგანიზმის გამწმენდი დიეტების შემადგენლობაში.


როგორ ავარჩიოთ სატაცური?

  • მიაქციეთ ყურადღება, რომ სატაცუირის ღეროები იყოს მყარი, გადატეხვისას ტკაცუნა.
  • შეარჩიეთ დაახლოებით 15-18 სმ სიგრძის ღეროები
  • ღეროს ბოლოში არსებული ყვავილოვანი წანაზარდები არ უნდა იყოს რბილი.

სატაცური ინახება მაცივარში, სჯობს შეახვიოთ სუფთა ნოტიო ტილოში და ასე შეინახოთ არაუმეტეს 2 დღისა.

რა ასაკიდან შეიძლება შევთავაზოთ ბავშვს?

სატაცურის შეტანა ჩვილის რაციონში დასაშვებია 9-10 თვიდან. ყოველდღიურ რაციონში მისი ჩართვა რეკომენდებული არ არის, რადგან სატაცურს შეუძლია გამოიწვიოს გაზების დაგროვება და დისკომფორტი შეუქმნას პატარა მუცელს, გარდა ამისა, დიდი რაოდენობით სატაცურის მიღება ორგანიზმში მჟაუნაჟავა მარილების დაგროვებას იწვევს. სისტემატური გამოყენებისას შეიძლება შენიშნოთ შარდის გამუქება და სპეციფიური სუნი.


როგორ მოვამზადოთ?

გარეცხეთ სატაცური. მოათავსეთ ქვაბში ისე, რომ ვიტამინებით განაკუთრებით მდიდარი „ყვავილებიანი“ თავები წყლის ზემოთ დარჩეს და ორთქლზე მოიხარშოს. საკმარისია 10 წუთის მანძილზე 
ხარშვა. ხანგრძლივი ხარშვა სატაცურს ზედმეტად დაარბილებს და სასარგებლო ნივთიერებებს დაშლის. მოხარშული ღეროები დაჭერით, მოათავსეთ ბლენდერში და აქციეთ ერთგვაროვან მასად, დაუმატეთ დედის რძე ან ხელოვნური ნარევი, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. პიურეს შეგძლიათ, დაუმატოთ მოხარშული ქათმის ხორცი. მოზრდილი ბავშვისათვის სატაცურის მოსახარშ წყალში ჩაუმატეთ ლიმონის წვენი, რაც მას განსაკუთრებულ არომატს მისცემს. მოხარშვის შემდეგ ღეროებს ცივი წყალი გადაავლეთ - ასე ღეროები ხასხასა ფერსაც შეინარჩუნებენ.“

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცე​პტები

შეიძლება დაინტერესდეთ