Baby Bag

,,მე ყოველ დილას ამ გემრიელობას ვუმზადებ შვილებს - მისი მომზადება უმარტივესია''

,,მე ყოველ დილას ამ გემრიელობას ვუმზადებ შვილებს - მისი მომზადება უმარტივესია''

​MomsEdu.ge-ს ერთგულმა მკითხველმა გემრიელი სასუსნავის რეცეპტი გაუზიარა. 

ორცხობილები, რომლის მომზადება საკმაოდ მარტივია სულ ოთხი ინგრედიენტისგან შედგება:

  • კვერცხი - 2 ცალი;
  • მარილი - ნახევარი ჩაის კოვზი;
  • შაქარი - 2 ს.კ
  • ფქვილი - 200 გრ. 


მომზადების წესი:

კვერცხი ათქვიფეთ, დაამატეთ მარილი და შაქარი, შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. 

მომზადებული ცომი ნახევარი საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე დააყოვნეთ. 

დროის გასვლის შემდეგ, გააბრტყელეთ ცომი ისე, რომ სისქე დაახლოებით 2 მმ. იყოს. დაჭერით სასურველ ფორმებად და ჩაყარეთ ცხელ ზეთში. 

ორცხობილები ორივე მხრიდან უნდა შეწვათ. 

გემრიელად მიირთვით და არ დაგავიწყდეთ!!!

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რ​ეცეპტები