Baby Bag

ყავისმოყვარული ქალებისთვის - როგორ მოვამზადოთ ყავა ფორთოხლის ქერქში

ყავისმოყვარული ქალებისთვის - როგორ მოვამზადოთ ყავა ფორთოხლის ქერქში

თუ თქვენი დილა ყავით იწყება და მასზე უარს არც დღის განმავლობაში ამბობთ, MOMS.GE გთავაზობთ გაამრავალფეროვნოთ არომატები და ყავა არა მადუღარაში, არამედ ფორთოხლის ქერქში მოამზადოთ ☕🍊

როგორ?

ნახეთ ვიდეო და სცადეთ თქვენც 😊

შეიძლება დაინტერესდეთ

უგემრიელესი ლობიანებით სახელგანთქმული მზარეული ბარბარობის დღესასწაულისთვის იდეალური ლობიანის მომზადებას გასწავლით

უგემრიელესი ლობიანებით სახელგანთქმული მზარეული ბარბარობის დღესასწაულისთვის იდეალური ლობიანის მომზადებას გასწავლით

მზარეულმა ნანა თეგეტაშვილმა ბარბარობის დღესასწაულისთვის იდეალური ლობიანის მომზადების წესები გაგვაცნო:

„ლობიო სჯობს, რომ წინა საღამოს დავალბოთ. მეორე დღეს წყალს გადავწურავთ და მოვხარშავთ. პირველი დუღილის შემდეგ წყალს ვუცვლით, ახალ ცივ წყალს ვდგამთ და თავღიად მოვხარშავთ. არანაირი დაფარება საჭირო არ არის. ლობიანისთვის ლობიოს ძალიან გადაფუმფულებული მოხარშვა არ უნდა. უნდა ვიცოდეთ, რა ზომამდე მივიყვანოთ. შემდეგ გადავწურავთ და დავიწყებთ შეკმაზვას.“

„საერთოდ ლობიანი ღორის მუცლის ქონისგან მზადდება. სამარხვო ლობიანს ლორით არ ვაკეთებთ. ეს იქნება კლასიკური ლობიანი. ლობიოს ვასხამ ზეთს, ვაყრი მარილს. ცომი რა მასაც არის, გულსართიც იგივეა. ცომი უნდა იყოს დასვენებული. ცომს ვაბრტყელებთ ხელით,“ - აღნიშნულ საკითხზე ნანა თეგეტაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად