რძე და რძის პროდუქტი ბავშვის მენიუს ერთ-ერთი აუცილებელი, ყოველდღიურ პროდუქტია. რატომ ენიჭება მის ყოველდღიურ მიღებას ამხელა ყურადღება და რა გავლენას ახდენს იგი 0-5 წლამდე ბავშვის ზრდა-განვითარებაში, ამ კითხვებზე პედიატრი, პროფესორი თამთა ივანაშვილი გვპასუხობს.
- ქალბატონო თამთა, როგორ უნდა დავიწყოთ ჩვილობიდან ბავშვის კვება, რომ თავიდან ავიცილოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები?
- 1 წლიდან ძროხის რძის გამოყენებას უამრავი სარგებელი აქვს ბავშვის ზრდისა და განვითარებისათვის. რძის ყოველდღიური გამოყენებით და მის შემადგენლობაში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების წყალობით ხდება ბავშვის ფიზიკური ზრდის მაჩვენებლების გაუმჯობესება, ძლიერი ძვლების და ჯანმრთელი კბილების ფორმირება. რძეში შემავალი კაზეინი, კალციუმი და ფოსფორი იცავს კბილებს დაზიანებისაგან. ძროხის რძე მდიდარია ვიტამინ B კომპლექსით, რომელიც კვებავს ნერვულ სისტემას და არეგულირებს ძილს. ცხიმი, რომელსაც ძროხის რძე შეიცავს მნიშვნელოვანია ნეირონებისათვის, ტვინის უჯრედების განვითარებისათვის. მასში შემავალი ვიტამინი A ეხმარება იმუნურ სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, ხელს უწყობს მხედველობას. მაგნიუმი და კალიუმი ეხმარება გულის სისხლძარღვებს ეფექტურად მუშაობაში. კალციუმი უდიდეს როლს თამაშობს გულის, როგორც ტუმბოს, ფუნქციონირებაში. რძის მიღებით ბავშვი ყველაზე მეტ კალციუმს იღებს. თუ პროდუქტი ფორტიფიცირებულია ანუ გამდიდრებულია ვიტამინებით მაშინ სარგებელი ორმაგდება.
- რას ნიშნავს ფორტიფიცირებული კვება?
- ფორტიფიცირებული არის საკვები, რომელსაც აქვს დამატებული ვიტამინები, მინერალები და სხვა მიკროელემენტები. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც საკვების გამდიდრება-ფორტიფიცირება არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი სტრატეგია, არის ის, რომ მას შეუძლია დაეხმაროს საკვები ნივთიერებების დეფიციტის აღმოფხვრაში. ნუტრიენტების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, განსაკუთრებით დაუცველ მოსახლეობაში, როგორებიცაა: ბავშვები და ორსული ქალები. მიკროელემენტები, ვიტამინები, მინერალები საჭიროა სხეულის მრავალი მნიშვნელოვანი ფუნქციისთვის, ისინი აუცილებლად უნდა შედიოდეს ბავშვის რაციონში. მშობელთა უმეტესობა რძის ისეთ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას, რომელიც სპეციალურად ბავშვებისთვის მზადდება. არსებულმა ეკო პირობებმა, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტებთან ერთად, მოთხოვნილება ვიტამინებითა და მინერალებით გამდიდრებულ საკვებზეც გაზარდა. ფორტიფიცირებული რძე ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების დეფიციტის თავიდან აცილებას, ეხმარება ბავშვებში ჯანსაღ განვითარებას და ზრდის ძვლის მასას და სიმტკიცეს. ე.ი. ფორტიფიცირებული რძის მიცემით მშობელი უზრუნველყოფს ბავშვს საკვებით და მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების დეფიციტსაც ირიდებს თავიდან.
- რომელი ქართული ბრენდი იცით, რომელიც ამ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს?
- როგორც ვიცი, ქართულ ბაზარზე ერთადერთი ასეთი პროდუქტი სანტეს „ლოკო მოკოა“. მისი რძე გამდიდრებულია D ვიტამინისა და კალციუმის დღიური ნორმით და პასუხობს გაიდლაინებით გათვალისწინებულ ნორმებს. სწორედ ამიტომ ამ ბრენდს პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციაც აქვს. დ ვიტამინით გამდიდრებული რძე თავის მხრივ კალციუმის შეწოვას უწყობს ხელს ორგანიზმში. ბავშვებს კალციუმზე მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ყოველდღე 2-3 ულუფა რძის ან რძის ნაწარმის მიღება სჭირდებათ. თუმცა, თუ იგი „ლოკო მოკოს“ კალციუმით და დ ვიტამინით გამდიდრებულ რძეს მიიღებს, ეს სარგებელი მცირე ულუფის მიღებითაც იოლად მიიღწევა.
- კალციუმი და D ვიტამინი - რა როლი აკისრიათ მათ ბავშვთა ზრდა - განვითარებაში?
- ვიტამინი D და კალციუმი მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებებია ჩონჩხის ზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვები და ორსულები განსაკუთრებით დაუცველები არიან D ვიტამინის დეფიციტის (VDD) მიმართ. D ვიტამინის დეფიციტმა, კალციუმის დეფიციტთან ერთად ან მის გარეშე, შეიძლება გამოიწვიოს რაქიტი, ოსტეომალაცია და კალციუმის ჰომეოსტაზის დარღვევა. ეს ნივთიერებები აუცილებელია მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ბავშვობასა და მოზარდობის პერიოდში კალციუმის ადეკვატური შემცველობა აუცილებელია ძვლის მასის მაქსიმალური განვითარებისთვის. კალციუმის ოპტიმალური მიღება განსაკუთრებით აქტუალურია მოზარდობის პერიოდში, როდესაც ძვლის მინერალების უმეტესი ნაწილი გროვდება.
მედიცინის განვითარებასთან ერთად იზრდება D ვიტამინის როლის აღიარება ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის: D ვიტამინი გავლენას ახდენს თანდაყოლილ იმუნურ სისტემაზე, რათა თავიდან აიცილოს ინფექციები და ხელი შეუწყოს იმუნური სისტემას მუშაობას. მრავალი კვლევის შედეგები გვიჩვენებენ D ვიტამინის ნეიროჰორმონალური ზემოქმედების გამოვლენას ტვინის განვითარებასა და ქცევაზე, რაც დაკავშირებულია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან. კვლევების უმეტესობამ, რომელიც აფასებს D ვიტამინის დონის კავშირს სიმსივნეების რისკთან, აღმოაჩინა დამცავი კავშირი D ვიტამინით უზრუნველყოფასა და კიბოს დაბალ რისკს შორის. D ვიტამინის ძალიან დაბალი დონე აღმოაჩინეს შაკიკით დაავადებულ ბავშვებში. D ვიტამინის დეფიციტი შეიძლება გამოვლინდეს, როგორც ატიპიური კუნთების ტკივილის მიზეზი ბავშვებში (ხშირად გვხვდება კავკასიელებში). ვიტამინი D მოქმედებს ცილებზე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ დასწავლაში, მეხსიერების კონცენტრაციაში, მოტორულ კონტროლსა და სოციალურ ქცევაში და მჭიდრო კავშირშია აღმასრულებელ ფუნქციებთან, როგორიცაა მიზანმიმართული ქცევა, ყურადღება და ცვლილებებისადმი ადაპტირება. D ვიტამინის დეფიციტი და უკმარისობა ხშირად გვხვდება მძიმე ფსიქიკური დაავადების მქონე მოზარდებშიც.
ვიტამინი D თავისი ნეიროაქტიური თვისებებით, პირდაპირ გავლენას ახდენს ტვინის განვითარებაზე. ამ ეფექტებიდან ბევრი იწყება ბავშვის დაბადებამდე და ადრეულ ასაკში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
- და ბოლოს როგორ შევარჩიოთ რძის პროდუქტები?
- პირველი, რასაც ყოველთვის უპირატესობას ვანიჭებთ, არის ადგილობრივი, ენდემური პროდუქტი. ენდემური რძე და მისი პროდუქტები შეუცვლელია ჩვენს რაციონში.
როგორც ვიცი, „ლოკო მოკოს“ რძე ნატურალური, ქართული ნედლი რძეა და მისგან ენდემური დედოთი მზადდება მაწონი, ასევე კალციუმის და D ვიტამინის რეკომენდებული დღიური ნორმითაა გამდიდრებული. ადგილობრივი, ენდემური პროდუქტი, პრიორიტეტულია ბავშვთა კვებაში, რადგან ბავშვის ორგანიზმისათვის ყველაზე სასარგებლო და ბუნებრივი ის პროდუქტებია, რომლებიც მასთან ბიოლოგიურად და ეთნიკურად ყველაზე ახლოსაა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროდუქტის შეფუთვასაც. უნდა იყოს დაცული სრული ჰერმეტიზაცია. კიდევ ერთი მიზეზი, რომლის გამოც „ლოკო მოკოს“ ბრენდს ვუწევ რეკომენდაციას, ისაა, რომ მისი მოწოდება ხდება სრული ჰერმეტიზაციის და რძის პროდუქტებისათვის რეკომენდებული წარმოება-შენახვის ევროპული სტანდარტის დაცვით.
ენდემური რძის პროდუქტების განსაკუთრებულობა ენდემურ დედოშია, რომლიდანაც ისინი მზადდება, რადგან პროდუქტების ხარისხი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გამოყენებული დედოს თვისებებზე. მაწონი, რომელიც ენდემურ დედოზეა დამზადებული, ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, რადგან ის ბუნებრივ პრობიოტიკებს შეიცავს. მაწონი კავკასიური რძემჟავა პროდუქტია, რომელიც არამარტო განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით ხასიათდება, არამედ, უძველესი დროიდან ცნობილია სამკურნალო თვისებებით. მაწვნის მიკრობული სტრუქტურის მრავალფეროვნება მიგვანიშნებს, რომ აღნიშნული პროდუქტის გემოვნური, სამკურნალო და სხვა თვისებები დიდად არის დამოკიდებული მისი შემადგენელი მიკროორგანიზმების გენოტიპურ და ფენოტიპურ თვისებებზე. „ლოკო მოკოს“ მაწონში შემავალი რძემჟავაპროდუქტები და რძეგ ანსაკუთრებით სასარგებლოა პატარებისათვის, მისი გამოყენებით საკვებ რაციონში, თქვენ საფუძველს ჩაუყრით პატარების ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.
R.