სტაფილო შეიცავს A, B1, B2, C, E1, P, კალციუმს, იოდს, Na და რკინას, ასევე დიდი რაოდენობით კაროტინს (კაროტინი ორგანიზმში გარდაიქმენა A ვიტამინად). იმისათვის, რომ კაროტინი ორგანიზმმა შეიწოვოს ის ცხიმთან ერთად უნდა მივიღოთ. მაგალითად, მოვასხათ მას ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი.
ასევე, აუცილებელია სტაფილოს გამოვაცალოთ ე.წ გული, რადგან სწორედ აქ გროვდება ნიტრატები. ნიტრატი თავისთავად მავნე ნივთიერება არაა, მაგრამ კუჭნაწლავში მოხვედრის შემდეგ ის გარდაიქმნება ნიტრიტად, რაც უკვე შხამს წარმოადგენს.
აგრეთვე სასურველია, სტაფილო გამდინარე წყალში გავაჩეროთ დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, ეს ხელს შეუწყობს მისგან ნიტრატების გამოდევნას.
„ღომი და ბაჟე არის ჩვენი ტრადიციული საახალწლო სუფრის მთავარი კერძები,“ - თიკა ფაცაცია
მომღერალმა და ტელეწამყვანმა თიკა ფაცაციამ საახალწლო სუფრის ოჯახური ტრადიციების შესახებ ისაუბრა:
„მაგიდას ყველანი ერთად ვშლით. ერთი ტრადიცია დავნერგე. მრავალფეროვან საკვებს აღარ ვაკეთებ. ასაკთან ერთად ვისწავლე, რომ მრავალფეროვანი ჭამა არც ისე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. სუფრა, რომელიც აუთვისებელი რჩება, ცუდი დანაკარგია. ჩვენი ტრადიცია ყოველთვის არის ღომი. ღომი არის დღესასწაული ჩვენთან. ღომი და ბაჟე არის ჩვენი ტრადიციული საახალწლო სუფრის მთავარი კერძები. გოზინაყი და ჩურჩხელაც გვაქვს.“
თიკა ფაცაციას თქმით, ოჯახში მეკვლე ყოველთვის ის არის:
„მეკვლე ყოველთვის მე ვარ. ოღონდ არავის შემომასწროს და გავრბივარ დილის რუტინის გარეშე. ამბობენ, რომ უცხო ადამიანი უფრო მნიშვნელოვანი მეკვლეაო. მეკვლეს ვანიჭებ მნიშვნელობას. ოღონდ ის, რომ ძალიან ვაკვირდები და ძალიან დავცადე ვინმე ადამიანი, ასე არ ვარ.“