Baby Bag

„მეგრულ ხაჭაპურს წყალს არ აკარებენ, ის აუცილებლად იზილება რძეში,“ - დალილა ცატავა

„მეგრულ ხაჭაპურს წყალს არ აკარებენ, ის აუცილებლად იზილება რძეში,“ - დალილა ცატავა

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტმა დალილა ცატავამ ქართული კულინარიული მემკვიდრეობის შესახებ საუბრისას მეგრული ხაჭაპურის მომზადების წესი გაგვაცნო:

„სამეგრელო მედეას მისტიკით არის დღემდე. ძალიან ბევრი რამ აქვთ შენარჩუნებული. არის ერთი პრინციპი: თუ მეგრული არის ხაჭაპური, მას წყალს არ აკარებენ. ის აუცილებლად იზილება რძეში. მეგრული ხაჭაპური საერთოდ რძეში იზილება, გულსართი აქვს ჭყინტი ყველის. ცომის ღობეს უკეთებენ და ზემოდან აფენენ სულგუნის ნაჭრებს. რაც უფრო ბევრია და რაც უფრო კვერცხში ამოვლებულია,მით უფრო მნიშვნელოვანია.

მეგრული სამზარეულო ძალიან საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ სამეგრელოში კონტრასტული კერძები აქვთ. მათ აქვთ ცეცხლოვანი კერძები და ნეიტრალური კერძები. ხარჩოზე მეგრელები იტყვიან, თუ მაგიდის საფარს დაეწვეთა, უნდა გამოწვას, ისეთი ცხარე უნდა იყოსო. აქვე არის გებჟალია, საოცრად განსხვავებული კერძი.

სანამ ჩვენ პატარები ვართ, იქიდან უნდა შევეჩვიოთ, რომ ეს არის ჩვენი კულტურის ნაწილი, რომ სუფრა არ არის ჭამა-სმა დიდად შესარგი და თრობა. პირიქით, ყველა ძველი ჩანაწერი, ყველა მოგზაურის ჩანაწერი იმას ამბობს, რომ არასდროს უნახავთ საქართველოში ფეხარეული და მთვრალი ადამიანი. დღევანდელი ახალგაზრდობა ამას სკეპტიკურად უყურებს. სკოლაშიც არ უსწავლიათ ამის შესახებ და არც ხედავენ. უნდა იცოდეს ახალგაზრდამ, რატომ ვართ ჩვენ ღვინის სამშობლო. ამაზე ჩვენ ვაკეთებთ ტრენინგებს. რეგიონებმა თავისი გასტრონომიული კულტურის ისტორია არ იციან. არ იციან რა საგანძური აქვთ,“- მოცემულ საკითხზე დალილა ცატავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

ხაჭოს მაჭკატები მაწვნისა და ბანანის სოუსით 11-12 თვის ასაკიდან პატარებისათვის პედიატრ თამარ ობგაიძისაგან

ხაჭოს მაჭკატები მაწვნისა და ბანანის სოუსით 11-12 თვის ასაკიდან პატარებისათვის პედიატრ თამარ ობგაიძისაგან

იცით თუ არა რა ასაკიდან უნდა მიიღოს ბავშვმა მაწონი? - ბავშვთა კვებაში რძისა და მისი პროდუქტებზე რეკომენდაცია ერთი წლიდან გაიცემა, თუმცა პედიატრთა ნაწილი რძისგან განსხვავებით მაწონს რეკომენდაციას 8 თვიდან უწევს.

მაწონი ტრადიციული, კავკასიური რძემჟავა პროდუქტია. სხვანაირად მას ენდემურ პროდუქტსაც ეძახიან.. „საიდუმლო“ მიზეზი, რომელიც ჩვენს , განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობას განაპირობებს ენდემურ დედოშია.

მაწვნის დედო მაწვნის მსუბუქ მომჟავო გემოს განაპირობებს. სწორედ ეს რძემჟავა პროდუქტები განსაკუთრებით სასარგებლოა მათში შემავალი ბაქტერიების პრობიოტიკების გამო. აღმოჩნდა, რომ ყველა ბაქტერია, სულაც არაა მავნებელი, პირიქით პრობიოტიკებს სხვანაირად მეგობარ ბაქტერიბსაც უწოდებენ. ისინი ცოცხალი მიკროორგანიზმებია და დადებით გავლენას ახდენენ კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებაზე, აძლიერებენ რა საჭმლის მომნელებელ სისტემას.

კეთილი პრობიოტიკები, ორგანიზმში მოხვედრილ სხვა ცუდ ბაქტერიებსაც ეფექტურად ებრძვიან. ისინი ერთგვარი ბარიერის ეფექტს ქმნიან და ასე იცავენ ნაწლავებს ცუდი ბაქტერიების ზემოქმედებისგან. შესაბამისად ამცირებენ ანთების განვითარების რისკს და ხელს უშლიან ორგანიზმში პარაზიტების გავრცელებას. შეიძლება ითქვას, რომ პრობიოტიკების წყალობით ბავშვის იმუნური სისტემაც ვირუსების წინააღმდეგ გაცილებით მდგრადი ხდება.

რადგან პატარები ხშირად უარს ამბობენ რძემჟავა პროდუქტის მიღებაზე, დედიკოებს უამრავი ხრიკის მოფიქრება უწევთ.

პედიატრი თამარ ობგაიძე დედიკოებს გემრიელ და სასარგებლო რეცეპტს სთავაზობს.

საჭირო მასალა 

ცომისათვის:

  • 5-6%-იანი ხაჭო 180 გრამი
  • დაახლოებით 30 გრამი ფქვილი
  • 1 კვერცხის გული
  • 1 პაკეტი ვანილი
  • შაქრის პუდრა დაახლოებით 5-10 გრ
  • კარაქი საცხობი ფორმისათვის 10 გრამი

მოზრდილი ასაკის ბავშვებისთვის შეგძლიათ დაამატოთ მწიკვი მარილი და 20 გრამი შაქრის პუდრა

სოუსისათვის:

  • მაწონი 50- 100 მლ
  • ½ ბანანი

მომზადება: თასში ერთმანეთს შეურიეთ ხაჭო, კვერცხის გული, ვანილი, დაუმატეთ გაცრილი პურის ფქვილი ისე, რომ ნაზი ცომი მოიზილოს.

ცომს მიეცით ძეხვის ფორმა და დაჭერით დაახლოებით 3-4 სანტიმეტრის რგოლებად. რგოლები ოდნავ გააბრტყელეთ და დაამრგვალეთ.

საცხობ ფორმას წაუსვით ცოტა კარაქი. დაალაგეთ მაჭკატები, ზემოდან გადაუსვით მდნარი კარაქის მცირე რაოდენობა ოქროსფერი ქერქის მისაღებად.

აცხვეთ ღუმელში 180 გრადუსზე 15-20 წთ მანძილზე. შეგიძლიათ გამოაცხოთ ტაფაზეც. გაგრილებულ მაჭკატებს მოაყარეთ შაქრის პუდრა.

სოუსისათვის ბლენდერით შეურიეთ ერთმანეთს მაწონი და ბანანი.

პრაქტიკულად სუპერპროდუქტების ნარევია, რომელშიც ვიტამინების გარდა არის ბევრი კალციუმი, ფოსფორი, ასევე შეიცავს მეგობარ ბაქტერიებს, რაც მნიშვნელოვანია ბავშვის ნაწლავის მიკრობიოტას ფორმისებისა და ნაწლავების მოტორიკის გაუმჯობესებისათვის.

R. 


წაიკითხეთ სრულად