Baby Bag

რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ საუზმეზე? - ლევან რატიანის რჩევები

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა საუზმის დროს მისაღები ორი საუკეთესო პროდუქტი დაასახელა:

„შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რძის პროდუქტები, როგორებიცაა: იოგურტი, ფერმენტირებული მაწონი, არაჟანი, შეიძლება მშიერ კუჭზე საზიანოც აღმოჩნდეს, რადგან იწვევენ მჟავიანობის მომატებას. კარგია, რომ საუზმეზე მივიღოთ კვერცხი. რატომ არის მოხარშული კვერცხი უნიკალური? ის შეიცავს ცილოვან სტრუქტურებს, პროტეინებს. ეს კარგად გვანაყრებს. მცირე ულუფა შეიცავს უფრო მეტ კალორიას და უფრო მეტი ენერგეტიკული მახასიათებლები აქვს კვერცხს.“

„რაც შეეხება შვრიის ფაფას, ეს არის უნიკალური საკვები. შვრიის ფაფაში ჭარბი რაოდენობით შედის უჯრედშორისი ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის პერისტალტიკას, ჩვენი ორგანიზმის გაღვიძებას. ეს არის ისეთი საკვები პროდუქტი, რომელსაც წუნს ვერ მოუნახავთ,“- აღნიშნულ საკითხზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“

შეიძლება დაინტერესდეთ

არის თუ არა სხეულის წონა მნიშვნელოვანი რისკი ნაწლავის ონკოლოგიური დაავადებების განვითარებისთვის?

არის თუ არა სხეულის წონა მნიშვნელოვანი რისკი ნაწლავის ონკოლოგიური დაავადებების განვითარებისთვის?

საქართველოს პირველი არხის გადაცემის „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“ Facebook გვერდზე სხეულის მასის ინდექსსა და ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკებს შორის არსებულ კავშირზე საინტერესო ინფორმაცია გამოქვეყნდა.

არის თუ არა სხეულის წონა მნიშვნელოვანი რისკი ნაწლავის ონკოლოგიური დაავადებების განვითარებისთვის?

ნახევარ მილიონ ადამიანზე ჩატარებული მასშტაბური კვლევის შედეგად, სხეულის მასის ინდექსის მიხედვით კოლორექტული სიმსივნის რისკები:


წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად