Baby Bag

რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ საუზმეზე? - ლევან რატიანის რჩევები

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა საუზმის დროს მისაღები ორი საუკეთესო პროდუქტი დაასახელა:

„შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რძის პროდუქტები, როგორებიცაა: იოგურტი, ფერმენტირებული მაწონი, არაჟანი, შეიძლება მშიერ კუჭზე საზიანოც აღმოჩნდეს, რადგან იწვევენ მჟავიანობის მომატებას. კარგია, რომ საუზმეზე მივიღოთ კვერცხი. რატომ არის მოხარშული კვერცხი უნიკალური? ის შეიცავს ცილოვან სტრუქტურებს, პროტეინებს. ეს კარგად გვანაყრებს. მცირე ულუფა შეიცავს უფრო მეტ კალორიას და უფრო მეტი ენერგეტიკული მახასიათებლები აქვს კვერცხს.“

„რაც შეეხება შვრიის ფაფას, ეს არის უნიკალური საკვები. შვრიის ფაფაში ჭარბი რაოდენობით შედის უჯრედშორისი ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის პერისტალტიკას, ჩვენი ორგანიზმის გაღვიძებას. ეს არის ისეთი საკვები პროდუქტი, რომელსაც წუნს ვერ მოუნახავთ,“- აღნიშნულ საკითხზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“

შეიძლება დაინტერესდეთ

ვის შეიძლება, გაუჩნდეს ბავშვი ცერებრული დამბლით?

ვის შეიძლება, გაუჩნდეს ბავშვი ცერებრული დამბლით?
ვის შეიძლება, გაუჩნდეს ბავშვი ცერებრული დამბლით? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ნევროლოგი, რეაბილიტოლოგი, პროფესორი სოფო ტატიშვილი საუბრობს. 

მისი თქმით, არ არსებობს კონკრეტული რისკი, რომ რომელიმე კონკრეტულ ოჯახს ასაკობრივი ან სხვა თვასაზრისით შეიძლება, რომ გაუჩნდეს ბავშვი ცერებრული დამბლით: 

,,ცერებრული დამბლა არის თავის ტვინის დაზიანებით გამოწვეული. ასფიქსია (ჟანგბადის უკმარისობა), დღენაკლობა ან 2 წლის ასაკამდე თავის ტვინის ნებისმიერმა ტიპის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს ცერებრული დამბლა. ეს არ არის გენეტიკური და პროგრესირებადი დაავადება,'' - აღნიშნა სოფო ტატიშვილმა. 

ცერებრული დამბლა შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი ინფექციის, მუცლადყოფნის პერიოდში დედის სტრესის ან მშობიარობის დროსაც.  


წაიკითხეთ სრულად